ბევრმა დიასახლისმა სხვადასხვა კერძის მომზადებისას არ იცის, რომ:
_ ტაფიდან ზეთი არ შეგეშხეფებათ, თუ ზედ ცოტა მარილს მოაბნევთ. ისე, რომ შესაწვავი პროდუქტი არ გაამლაშოთ.
_ თევზის თუ სხვა უსიამო სუნს ხელებსა და დანას, ზეთზე, მარილსა და ძმარზე უკეთ ლიმონის წვენი აშორებს.
_ სადილის მომზადების შემდეგ, დაფნის ფოთოლი კერძში არ ჩატოვოთ, მაშინვე ამოიღეთ, რომ გემო მალე არ შეცვალოს უარესობისკენ.
_ კვერცხს და კარტოფილს, დაბალ ცეცხლზე მოხარშვა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გული მუდამ უმი ექნება. სხვადასხვა პროდუქტებს, კერძის გაკეთების დროს, საშუალო ცეცხლზე ხარშვა სჭირდება. ძროხის ბეჭი მოხარშეთ მაღალ ცეცხლზე, რომ მოსათალი ხორცი მკვრივი იყოს.
_ არასოდეს შეინახოთ ერთად შავი და თეთრი პური. ეს თეთრი პურის გემოზე ცუდად აისახება. უმჯობესია, განსაკუთრებით, ახლა, ცხელ ამინდში პურთან ერთად გაჭრილი ვაშლი შევინახოთ. პური არ გახმება და უსიამო სუნაც არ მიიღებს.
_ გაყინული ხორცი, თევზი თუ ქათამი უმჯობესია დადოთ და ისე გაალხოთ, ვიდრე ამისთვის ცხელი ან ცივი წყალი იხმაროთ.
კულინარული ხელოვნების მოყვარულებმა დაიხსომეთ:
_ ერთი ჩაის კოვზი იტევს: ხუთ-ხუთ გრამ შაქარს, მდნარ ცხიმს, რძეს და წყალს.
_ ერთი სუფრის კოვზი იტევს: 25 გრამ შაქარს, 15 გრამ ფქვილს, 20 გრამ ბრინჯს, 10 გრამ დანაყილ ნიგოზს, 20 გრამ მდნარ ცხიმს, 20 გრამ რძეს, 18 გრამ წყალს.
_ ერთი ჩაის ჭიქა იტევს: 220 გრამ შაქარს, 150 გრამ ფქვილს, 210 გრამ ბრინჯს, 140 გრამ დაჭრილ ნიგოზს, 250 გრამ რძეს.