ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ერაყსა და სირიაში ქიმიურ იარაღს იყენებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ისლამური სახელმწიფოს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ვაშინგტონიდან აცნობეს.
როგორც ცნობილია, ამერიკამ ოთხი ადგილი გამოავლინა სადაც ისლამისტებმა ქიმიური იარაღი ფხვნილის სახით გამოიყენეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში დარწმუნებულები არიან, რომ ქიმიურ იარაღს თვითონ ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ქმნიან.
"ვფიქრობთ, ისინი აქტიურად არიან დაკავებულები ქიმიური იარაღის შექმნით,"_ აცხადებენ აშშ-ს დაზვერვაში.