ამ წუთებში ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სემინარი-დისკუსია "მითები და რეალობა ევროინტეგრაციის თაობაზე" მიმდინარეობს.შეხვედრაზე უკვე განიხილეს ასოცირების შეთანხმება, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პერსპექტივები და რეფორმები სოფლის მეურნების დარგში.
შეხვედრის ორგანიზატორის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია ევროინტეგრაციის პროცესსა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა.
სემინარის მომხსენებლები უკვე დარბაზის კითხვებს პასუხობენ, რის შემდეგ გაიმართება ფილმის "მოგზაურობა ევროპაში" ჩვენება.
სემინარი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ორგანიზებით მოეწყო. შეხვედრას ადგილობრივი საჯარო მოხელეები, საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.