საქართველოს თასზე მერვედფინალების დრო მოვიდა. გათამაშების ფორმატი უცვლელია – ფინალის გარდა, ყველა ეტაპზე გუნდები ერთმანეთს ორ-ორჯერ ხვდებიან. ამ სეზონის კალენდარი იმგვარადაა შედგენილი, რომ მერვედფინალის მატჩებს შორის სხვაობა თითქმის თვენახევარია, რაც იმას ნიშნავს, რომ გუშინდელ შეხვედრებში გამარჯვებულებს საქმის ბოლომდე მიყვანა საკმაო ხნის შემდეგ მოუწევთ.
პირველი მერვედფინალური მატჩი რამდენიმე გუნდმა ისეთი სოლიდური სხვაობით მოიგო, მის წევრებს თავისუფლად შეუძლია, უახლოესი თვენახევრის განმავლობაში არ ინერვიულონ და მთლიანად ჩემპიონატზე კონცენტრირდნენ.
ეს, უპირველესად, სამტრედიაზე ეთქმის, რომელსაც პირველი ლიგის ერთ-ერთმა უმთავრესმა ფავორიტმა ცხინვალის ლიახვმა სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. გია ცეცაძის გუნდმა სამბურთიანი უპირატესობითYიმარჯვა, თანაც, საკუთარი კარი მშრალად შეინახა. ყოველივე ამის შემდეგ კი ლიახვის სამეოთხედფინალო შანსი ერთობ მცირეა.
კომფორტული, ორბურთიანი სხვაობით, თანაც სტუმრად გაიმარჯვეს ბოლნისის სიონმა და საჩხერის ჩიხურამ. თუკი ჩიხურა უმაღლეს ლიგაში ახლად გადმოსულ საპოვნელასთან დაპირისპირებაში უპირობო ფავორიტი იყო, ლანჩხუთურ-ბოლნისურ ბრძოლაში უფრო მეტ დაძაბულობას ველოდით, მაგრამ როგორც ხედავთ, ვარლამ კილასონიას გუნდმა შემდეგი ეტაპისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
წესით, მეოთხედფინალამდე მისვლა არც ტორპედოს უნდა გაუჭირდეს. დავით კირკიტაძის მიერ გატანილმა გოლმა გიორგი დარასელიას გუნდს საპასუხო შეხვედრის წინ კომფორტული უპირატესობა დაუბევა.
მერვედფინალის ერთ-ერთი ცენტრალური წყვილი თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ შუქურა-ცხინვალს – მეოთხედფინალური საგზურისთვის ევროთასებზე გასვლის მოსურნე ორი კლუბი იბრძვის, სათასო წარმატება კი ევროპის ლიგაზე გაღწევის ერთ-ერთი საშუალებაა. ჩემპიონატში სტარტი ვერც ქობულეთელებს გამოუვიდათ და ვერც – ცხინვალელებს, შესაბამისად, ვინც მათ შორის თასიდან გავარდენა, საევროპე შანსიც მკვეთრად შეუმცირდება. პირველი რაუნდი შუქურას სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ცხინვალმა სტუმრად გატანა შეძლო, საპასუხო მატჩს ინტრიგას უტოვებს. აჭარელთა სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ სტუმართა სწრაფ გოლს არ შეუშინდნენ და საქმე სათავისოდ შეატრიალეს.
პირველლიგელმა ვიტ ჯორჯიამ ვიცეჩემპიონ ბათუმის დინამოს უმასპინძლა და ხუთგოლიან თრილერში სძლია, თუმცა ანგარიში იმგვარია, აჭარულ კლუბს ბარიერის დაძლევის ყველა საშუალებას რომ უტოვებს.
უმთავრეს სენსაციაზე კი ბოლოს ვთქვათ –დილა ერთ-ერთი იმ გუნდთაგანი იყო, რომელიც წყვილის უპირობო ფავორიტად შეირაცხა, მაგრამ გუშინ გორის `თენგიზ ბურჯანაძეზე~ ზუგდიდელებმა გაიხარეს. მას შემდეგ, რაც 57-ე წუთზე ირაკლი მოდებაძემ ანგარიში გაათანაბრა, თამაში თითქოს ლოგიკურ კალაპოტში უნდა გადასულიყო, მაგრამ შეცვლაზე შესულმა 18 წლის დიმიტრი თუთბერიძემ მატჩის მიწურულს გამარჯვებისა შეაგდო და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ ამ სეზონში ზუგდიდს უმაღლეს ლიგაში ჯერ არ მოუგია და კინკილა ქულა აქვს…
ლევან ჯანეზაშვილი
16 სექტემბერი. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 800 მაყურებელი
დილა-ზუგდიდი 1:2
0:1 ბულია (31), 1:1 მოდებაძე (57), 1:2 თუთბერიძე (90)
დილა: მუჯრიშვილი, თომაშვილი, თ. ღონღაძე, ხურცილავა (ნავალოვსკი 46), ქარქუზაშვილი, გვალია, პაპავა, კვირკვია (ილურიძე 90), ნონიკაშვილი (ერისთავი 58), მარცვალაძე, მოდებაძე
სათადარიგოები: შევჩენკო, კვახაძე, ფალავანდიშვილი, ახალკაცი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
ზუგდიდი: ჯომიდავა, გ. გავაშელიშვილი, ჯავაშვილი, ზ. მალანია, გ. ქანთარია (ელიავა 69), თიბილაშვილი, ტყემალაძე, წყაროზია, ნ. ქირია (ი. ჟვანია 84), ბულია, ც. სამუშია (თუთბერიძე 76)
სათადარიგოები: მამალაძე, ნარმანია, ს. მალანია
მწვრთნელი: ბესიკ შეროზია
გაფრთხილება: წყაროზია (54), ქარქუზაშვილი (90)
მსაჯი: ბაკურ ნინუა
16 სექტემბერი. მცხეთა. "მცხეთა პარკი". 200 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-დინამო ბათუმი 3:2
0:1 ვ. თევდორაძე (10), 1:1 კახაბრიშვილი (13), 2:1 ხაბელაშვილი (57), 3:1 ლებანიძე (63), 3:2 ლუის ალბერტო (78)
ვიტ ჯორჯია: შეროზია, კალანდია, ჩიტიშვილი, თათხაშვილი, ვაზაგაშვილი, საბაძე, კახაბრიშვილი (ქარელი 75),ხაბელაშვილი, კურდღელაშვილი (კამლაძე 63), ლებანიძე (მათიაშვილი 82), ღირდალაძე
სათადარიგოები: ისერგიშვილი, დანელია, მერაბიშვილი, გოგოლაშვილი
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
დინამო ბთ: ალავიძე, მგელაძე, სუხიაშვილი, შონია, ქავთარაძე, გოგიტიძე, დიასამიძე (ლუის ალბერტო 61), ვ. თევდორაძე, ვარშანიძე (ჩირიკაშვილი 72), ბერიაშვილი, ჭკუასელი (ტეტუნაშვილი 46)
სათადარიგოები: რ. ტაკიძე, აბუსელიძე, კვანტალიანი, ქათამაძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: ვარშანიძე (72), საბაძე (80)
მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე
16 სექტემბერი. ჭიათურა. "თემურ მაღრაძე". 700 მაყურებელი
ჭიათურა-ტორპედო 0:1
0:1 კირკიტაძე (73)
ჭიათურა: ბობღიაშვილი, გაფრინდაშვილი, ლ. ჭელიძე, ზ. ნადირაძე (ცუცქირიძე 79), ნემსაძე, გ. ლობჟანიძე, კუჭაშვილი, ნიჟარაძე, აჩბა, წინამძღვრიშვილი (ბ. ბარბაქაძე 30), თ. ნადირაძე (ჯობინაშვილი 81)
სათადარიგოები: ზაქაშვილი, სამყურაშვილი, ბაზღაძე, ზ. ჯაფარიძე
მწვრთნელი: ბადრი ბრეგვაძე
ტორპედო: რ. თევდორაძე, ქიმაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, კლიმიაშვილი, ნერგაძე, კუხიანიძე, დ. სიჭინავა, კაპანაძე, გოგუაძე (კირკიტაძე 46; მამასახლისი 76), შინდაგორიძე (კვერნაძე 62)
სათადარიგოები: ხაინდრავა, ნიკონოვი, ხურციძე, ნაცვლიშვილი
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გაფრთხილება: ტაბატაძე (57), ქიმაძე (88)
მსაჯი: დავით სანოძე
16 სექტემბერი. ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე". 300 მაყურებელი
გურია-სიონი 0:2
0:1 გ. მიქაბერიძე (15), 0:2 მანჯგალაძე (90)
გურია: გოგუაძე, ქურდაძე (ბახია 75), კ. ხიზანეიშვილი, ზ. გელაშვილი, ლ. ნოზაძე, მოსიაშვილი, კილაძე, კობერიძე (ა. რეხვიაშვილი 46), შ. ჯიქია, ჩაფიძე (ზაქრაძე 58), წილოსანი
სათადარიგოები: ნ. დაუშვილი, ჩადუნელი, მჭედლიშვილი, წერეთელი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
სიონი: ნანიევი, დ. ფოფხაძე, სვანიძე, დ. საჯაია, ვასაძე, გ. მიქაბერიძე, ჯაფიაშვილი, მანჯგალაძე, უგულავა (გაფრინდაშვილი 68), ისიანი (ტატანაშვილი 67), ო. კობახიძე (ჭიკაიძე 76)
სათადარიგოები: მერლანი, რაზმაძე, გოგობერიშვილი, კ. შალამბერიძე
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გაფრთხილება: კ. ხიზანეიშვილი (21), შ. ჯიქია (50), გაფრინდაშვილი (68), მოსიაშვილი (82), დ. საჯაია (82)
მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი
16 სექტემბერი. ქობულეთი. "ჩელე არენა". 600 მაყურებელი
შუქურა-ცხინვალი 3:1
0:1 ლექვთაძე (2), 1:1 ჩალაძე (24), 2:1 გუგუჩია (60), 3:1 ჩელებაძე (72)
შუქურა: თ. კაკალაძე, ა. ბაჯელიძე, ბაგაევი, გეგეჭკორი, ჩალაძე, შარიქაძე, გუგუჩია (ურიდია 69), თარხნიშვილი, ინგოროყვა, წიქარიძე (ჩელებაძე 46), ი. კერძევაძე (კაკალაძე 90)
სათადარიგოები: ჯიოევი, ცხოვრებოვი, ლობჯანიძე, კომახიძე
მწვრთნელი: თემურ შალამბერიძე
ცხინვალი: მიგინეიშვილი, ჯაფარიძე (ბაჩიაშვილი 89), კაკუბავა, ქარდავა, მაისაშვილი, ივანიშვილი, ლექვთაძე, ცაცკრიალაშვილი (ქოჩლაძე 69), ცერცვაძე, მახარობლიძე (შულაია 77), ნ. კაჭარავა
სათადარიგოები: ნადირაძე, ბეჭვაია, ჯიშკარიანი, ბურძენაძე
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
გაფრთხილება: ლექვთაძე (71)
მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი
16 სექტემბერი. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 1 000 მაყურებელი
სამტრედია-ლიახვი 3:0
1:0 შერგელაშვილი (29), 2:0 რაჟამაშვილი (47), 3:0 მარკოზაშვილი (90)
სამტრედია: თებიძე, გოგიაშვილი, ბ. ცინცაძე, გ. მჭედლიშვილი, შერგელაშვილი (ახალაძე 85), გ. დათუნაიშვილი, ცნობილაძე, ენდელაძე (მარკოზაშვილი 64), რაჟამაშვილი, სიხარულიძე, ზივზივაძე (დ. ჯიქია 67)
სათადარიგოები: მეშველიანი, სანდოხაძე, იოსელიანი, ა. კვარაცხელია
მწვრთნელი: გია ცეცაძე
ლიახვი: მ. ქვილითაია, ინწკირველი, ლომაშვილი, მელიავა, მ. ჯიქია, ჯელიევი (ღიბრაძე 46), ცხადაია, ფუხაევი (ცარიელაშვილი 76), კიკნაველიძე, ბარაბაძე (ზვიადაური 65), ს. ლომია
სათადარიგოები: ჩუჩალოვი, გაბარაევი, სადაღაშვილი, შათირიშვილი
მწვრთნელი: მალხაზ ჟვანია
მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი
საპოვნელა-ჩიხურა 0:2
0:1 სარდალიშვილი (20), 0:2 ჭანკოტაძე (89)
საპასუხო მატჩები 27 ოქტომბერს გაიმართება