დღეს დაიწყო კამპანია "დავასუფთაოთ საქართველო," რომელიც საქართველოს ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტს მოიცავს. დღევანდელ დასუფთავების აქციას თბილისის მერიის, თავდაცვის სამინისტროს, მყარი მართვის კომპანიის თანამშრომლები და მოხალისეები შეუერთდნენ.
კამპანიამ, რომელიც დღეს თბილისში დაიწყო, მთელი საქართველო უნდა მოიცვას.
"18-19-20 სექტემბერს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – "დავასუფთაოთ მსოფლიო", რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის. კამპანიაში 134 ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და რიგით 121-ე ქყვეყანაა, რომელიც დატანილია მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე. წელს მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა – ჩვენი ქვეყანა… ჩვენი პლანეტა… ჩვენი პასუხისმგებლობაა. აქცია `"დავასუფთაოთ მსოფლიო – დავასუფთაოთ საქართველო–ტარდება პროექტის – ,"დავასუფთაოთ საქართველო" – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში" ფარგლებში, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს მხარდაჭერით ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისი" და "ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა".
პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია შვედეთის მთავრობა.