უკრაინაში გამოქვეყნებული 400-კაციანი შავი სიიდან BBC-ის ორი ჟურნალისტი უკვე ამოწერეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები შავ სიაში შეიყვანა.
დიდი ბრიტანეთის ელჩის, ჯუდით გობის თქმით, BBC-ის ჟურნალისტების შავი სიიდან ამოღება მისასალმებელი ნაბიჯია.
"მე, უკრაინაში პრესის თავისუფლებისთვის ვიბრძვი,"_ განაცხადა პოროშენკომ ბრიტანეთის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე.
როგორც ცნობილია, შავ სიაში რუსი დეპუტატების გარდა, რუსეთის სახელმწიფო გადამზიდავი აეროფლოტია შესული. მათ უკრაინის ტერიტორიაზე ფრენა აეკრძალათ.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები უკრაინაში ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, პოროშენკომ ევროპელ კოლეგებს რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებისკენ მოუწოდა.
ამავე თემაზე: