"რესპუბლიკური პარტია" მიუღებლად მიიჩნევს გორში სტალინის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებულ ყოველგვარ მსჯელობას. მისი შეფასებით, ეს არის ტოტალიტარული საბჭოთა ეპოქის სიმბოლიკების აღდგენის მცდელობა, რაც არ უნდა დაუშვას ევროპული ღირებულებების ერთგულმა საზოგადოებამ.
"რესპუბლიკური პარტია" იმედს გამოთქვამს, რომ გორის საკრებულო არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შესაძლოა შეფასდეს, როგორც ტოტალიტარული რეჟიმისადმი ხელისუფლების კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და მისი აღორძინების მცდელობა. ამგვარი გადაწყვეტილება დაარღვევს საქართველოს მოქმედ კანონსა და ევროპის საბჭოს ჩვენთვის სავალდებულო რეზოლუციებს, რაც მძიმე დარტყმას მიაყენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ კანონდარღვევით მიღებულ პოლიტიკურად სახიფათო გადაწყვეტილებას "რესპუბლიკური პარტია" შეეწინააღმდეგება ყველა კანონიერი მეთოდით", – ნათქვამია პარტიის განცხადებაში