საქართველო-ნამიბიის თამაშის 70-ე წუთზე ბორჯღალოსნები 8-ქულიანი უპირატესობით იგებენ.
ანგარიში ამ დროისთვის საქართველოს სასარგებლოდ, 9:17-ია.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტაიმში, თამაშის 50-ე წუთზე, მამუკა გორგოძემ ნამიბიელებს ლელო დაუდო. მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა.
5 წუთის შემდეგ კი, ლაშა მალაღურაძემ მეორე ლელო დაუდო, მერაბ კვირიკაშვილმა კი გარდასახვა შეასრულა.