შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები სამრევლო სკოლაში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მამა ვახტანგს (თოხაძე) მისი ლოცვა-კურთხევით შეუჩერდა მღვლდელთმსახურების უფლება:
_ ოზურგეთის წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმზანიასთან (კერძო სკოლა) დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ მამა ვახტანგს დროებით შეუჩერდეს სამღვდელო მსახურების უფლება, ასევე იგი გათავისუფლებული იქნა პედაგოგობიდან და გაგზავნილი იქნა მონასტერში სინანულისთვის.
ამასთან ერთად, ქალბატონი ნინო გოგეშვილი, რომელიც სკოლის დირექტორის მოადგილეზ გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება სკოლის დირექტორის მამა მათეს (გორდელაძე) დანაშაული, მიღებული იქნება შესაბამისი ზომები, _ აცხადებს მეუფე იოსები.
მისივე თქმით, სამრევლო სკოლაში მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი მან ორი კვირის წინ გაიგო.