როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, ლანჩხუთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით კი სამართალდამცველები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ლანჩხუთში "ნაციონალური მოძრაობის" რაიონული ოფისის კარი "ქართული ოცნების" აქტივისტებმა შემუღებელი აპარატით შეადუღეს.