შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი რუსთავი 2-თან დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელ TWITTER-ში ეხმაურება.
მისი აზრით, საქართველოს მთავრობა ტელეკომპანიის დახურვას ცდილობს.
"საქართველოს მთავრობა წამყვანი ტელეკომპანიის დახურვას ცდილობს და მნიშვნელობა არ აქვს ეს მედია ოპოზიციურია თუ თავისუფალი მედიასაშუალებაა,"_ წერს შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.