https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მილიციონერი “ბენოს” თავგადასავალი

14:10; 24.10.2015
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღეს მორიგ სახალისო მოგონებებს შემოგთავაზებთ. მკითხველს ყოფილ სსრკ-ში დავაბრუნებთ და რამდენიმე კრიმინალური სახის ისტორიას მოვაწვდით.

ჩვენი პირველი სტუმარი პოლკოვნიკი გივი დოლიძე იქნება, რომელიც ერთ დაუჯერებელ ამბავს მოგვიყვება.

„გასული საუკუნის სამოციანი წლების თბილისს სულ სხვა კოლორიტი ჰქონდა და იმ პერიოდის გახსენებისას, თვალებზე ყოველთვის ცრემლი მადგება ხოლმე.

შინაგან საქმეთა მინისტრად ედუარდ შევარდნაძე რომ დანიშნეს, მაშინ ამ უწყებას სულ სხვა სახელი ჰქონდა – საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სამინისტრო ერქვა. თბილისი კი წესრიგისა და სიფხიზლის ქალაქად „გამოაცხადა“, რაც იმას ნიშნავდა, რომ დებოშიორებსა და ისეთ ფეხარეულ მთვრალებს, რომლებსაც სიარული უჭირდათ, მილიციის მორიგე პატრული იჭერდა. თუმცა, უფროსობის წინაშე თავის გამოჩენის სურვილი ზოგჯერ რეალობას აჭარბებდა და რიგითი მილიციელები ხმამაღლა მოლაპარაკე და ოდნავ ნასვამებსაც აკავებდნენ. ხშირად ამ „ბადეში“ ძალიან ცნობილი ადამიანებიც ხვდებოდნენ და შემდეგ მათ უპრობლემოდ ვათავისუფლებდით ხოლმე, რაზეც მხოლოდ ეღიმებოდათ. ამ კუთხით რეკორდსმენი იყო უმცროსი სერჟანტი ვანუა ზანდუკელაშვილი. ის კახეთის რომელიღაც მიყრუებული სოფლიდან იყო, მილიციაში კი ჯარის შემდეგ, კომკავშირული საგზურით მოვიდა. ვანუა რომ მორიგე იყო, ყოველთვის რაღაც სიურპრიზს ველოდი, მაგრამ, არა ისეთს, რასაც ახლა მოგიყვებით.

ერთხელ, ჩვეულებრივად, სამსახურში მოვედი და, მორიგე რომ მოვიკითხე, ვანუა მეახლა.

– როგორაა საქმე, სერჟანტო ზანდუკელაშვილო? – ვკითხე ვანუას, წესრიგის დამრღვევი ბევრი გყავდა?

– აი, უფროსო, ყველანი აქ არიან, – მომიგო ვანუამ და თაბახის ფურცელზე დაწერილი „პროტოკოლები“ დამიდო.

ვანუა გავუშვი და კითხვას შევუდექი. ორი წავიკითხე, მესამეზე გადავედი და კინაღამ რქები ამომივიდა.

„პროტოკოლი“ დაკითხვის ფორმით დგებოდა და მასში კითხვა-პასუხი იწერებოდა. ეს „პროტოკოლი“ კი, რა თქმა უნდა, ვანუას შედგენილი იყო და ეწერა:

„სახელი და გვარი: ვახტანგ გორგასალი.

დაკავების ადგილი: ჭრელი აბანოს მიმდებარე ტერიტორია.

დაკავების მიზეზი: მთვრალ მდგომარეობაში მიდიოდა ხოხბებზე სანადიროდ…“

ხომ წარმოგიდგენიათ, ვანუამ ჭრელ აბანოებთან ხოხბებზე მონადირე ვახტანგ გორგასალი დააკავა… მოკლედ, ვანუას ვუხმე და ვუთხარი: ერთი, გორგასალი ამომიყვანე-მეთქი.

ცოტა ხანში ვანუამ ახალგამოღვიძებული „ვახტანგ გორგასალი“ ამომიყვანა, რომელიც ქართლოს კასრაძე აღმოჩნდა…“

"კრიმინალურ ესტაფეტას" ცნობილი ქართველი ხელოვანი, ბატონი ჯემალ ჭკუასელი გადაიბარებს.

"თბილისის ცენტრალურ უბნებში, უამრავი თავშეყრის ადგილი იყო, ეგრეთ წოდებული „ბირჟები“, მაგალითად, პლეხანოვზე და რუსთაველის გამზირზე. მეც, რასაკვირველია, გარეული ვიყავი მარაქაში, თუმცა დიდი "ბირჟავიკი" არ გახლდით – სად მეცალა ქუჩაში დასადგომად, სულ ვქეიფობდი. მაშინ სხვა წესები და ურთიერთობები იყო. უსამართლოდ არავინ გაგცემდა ხმას. ერთ ამბავს მოგიყვებით: ერთი ძმაკაცი მყავდა, გვარად კეზევაძე. ტანად გალეული, გამხდარი ბიჭი იყო. რომ შეხედავდით, გეგონებოდათ, ვერავის გაექაჩებოდა, მაგრამ ისეთი ძალის პატრონი იყო – მტრისას!

ერთ დღესაც, ჩხუბი იყო. მოვიდა მილიცია და ცუდად აკადრეს რაღაც. ვერ მოითმინა მათგან შეურაცხყოფა და ექვსი მილიციელი მარტომ ისე სცემა, ხინკლებივით დააწყო. რასაკვირველია, ამის გამო დაიჭირეს და მილიციის განყოფილებაში ამოაყოფინეს თავი. მილიციის უფროსს მოახსენეს, კეზევაძე დავიჭირეთ და მოვიყვანეთ, უფროსო, ექვსი მილიციელი გაგვილახა ამ ერთმა კაცმაო. გადაირია ის კაცი. სასწრაფოდ განკარგულება გასცა, შემოიყვანეთ ჩემს კაბინეტში, როგორ გაბედა, ან ვინ არის ასეთი ძალის პატრონიო. ოთხი მილიციელი ამოუდგა გვერდში და ასე მიჰგვარეს მილიციის უფროსს კაბინეტში დამნაშავე.

შეხედა თურმე უფროსმა კეზევაძეს და გაოცდა: ეს ვინ მოგიყვანიათ, მე გითხარით, ის კაცი მომიყვანეთ, ექვსი თანამშრომელი რომ გამილახაო. უთხრეს, ეს არის ის დამნაშავე, ბატონოო. სულ გადარეულა – ამ გაწლიკულმა ადამიანმა რანაირად სცემა ექვს კაცს, ნუ შემშალეთ ჭკუიდანო. მერე დაფიქრებულა და უთქვამს იმ ორი მილიციელისთვის: გაუშვით მაგას ხელი, მოდით აქ, მოიხსენით ქამრები და დაალაგეთ იარაღი ჩემს მაგიდაზეო. ვერ მიხვდნენ, რას უპირებდა უფროსი, მაგრამ ბრძანება უხმოდ შეასრულეს. მიუბრუნდა თურმე მილიციის უფროსი კეზევაძეს და უთხრა: მიდი ახლა და დასცხე ამათ, მაჩვენე ერთი, რა ძალის პატრონი ხარო. იმასაც მეტი რა უნდოდა?! ეცა თურმე და იმდენი ურტყა, დედა უტირა. ამ დღის შემდეგ ისეთი ავტორიტეტით სარგებლობდა ის მილიციის უფროსი და ისეთ პატივს სცემდნენ, რომ გაივლიდა უბანში, „ბირჟავიკები“ „ჩესტს“ უღებდნენ“.

დღევანდელი „კრიმინალური ქრონიკის“ შემდეგი სტუმარი მილიციის პოლკოვნიკი თემურ კაპანაძე ბრძანდება, რომელიც რამდენიმე საინტერესო შემთხვევას გაიხსენებს.

წინა საუკუნის 90-იან წლებში თბილისის სპეცნაზის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბანაკებული მეძავების  ასაყვანად  სპეციალური ოპერავია, კოდური სახელწოდებით "ჟუჟუნა" ჩაატარა. თემურ კაპანაძის პირველი მოგონება ამ საპატიო "ხელობის" ქალბატონებს ეხება. გაგიკვირდებათ და ერთ-ერთი "პროფესიონალი", თბილისელ სამართალდამცველებს მძიმე დანაშაულის გახსნაში დაეხმარა.

"ცირკის მოპირდაპირე მხარეს, პატარა ტყე იყო ადრე და იქ თავმოკვეთილი, შიშველი მამაკაცის გვამი აღმოვაჩინეთ. თავი ვერსად ვიპოვნეთ, სხეული კი სულ სისხლით იყო მოსვრილი. ერთ-ერთი ვერსიით, მოკლული მამაკაცი, სავარაუდოდ, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოღვაწე მეძავების მომსახურებით სარგებლობდა, მაგრამ მისი ვინაობა ვერ დავადგინეთ და ვერც იმ დღეებში დაკარგულთა ჭირისუფლებმა იცნეს ცხედარი. მოგეხსენებათ, უცნობის ირგვლივ ძიება ერთიორად რთულია და, ერთი სიტყვით, გავიჭედეთ, მთელი პრასტიტუტკები დაკითხვაზე მივრეკეთ, მაგრამ ჩვენებებმა ვერაფრით წაგვწიეს წინ.

ერთი ძველისძველი მეძავი იყო, ზედმეტსახელად "მუქთა მაყვალას" ეძახდნენ. მუქთას იმიტომ, რომ კლიენტებს "პოსლეზე" "ემსახურებოდა", ზოგჯერ კი უფულოდაც. ერთი სიტყვით, ეს "მუქთა მაყვალაც" დავკითხეთ, მაგრამ ვერც მან გაიხსენა რაიმე მნიშვნელოვანი და ის-ის იყო უნდა გაგვეშვა, რომ გვითხრა: „აბა, ერთი იმ საცოდავის ცხედარი მაჩვენეთ, იქნებ ვიცნო ვინააო.“ ვუთხარით, რომ თავი აქვს მოკვეთილი-თქო, მაგრამ, მაყვალამ არ მოიშალა და იძულებულები ვიყავით, პროზექტურაში წაგვეყვანა.

როგორც კი "მუქთა მაყვალამ" ცხედარს დახედა, ეგრევე წამოიყვირა: "ეს ხომ შრამიანი გურგენაა, მაგასავით დაჭმუჭნული ამქვეყნად არავის აბიაო…" "მუქთა მაყვალა" მართალი აღმოჩნდა და მან თავისი "პროფესიული გამოცდილების" წყალობით პიროვნება ამოიცნო.

შრამიანი გურგენას კვალს მალე მივაგენით. უფრო სწორედ კი მისი მოჭრილი თავიც აღმოვაჩინეთ და მკვლელიც. გაირკვა, რომ გურგენას ფული ჰქონია წაგებული და ჩაუბარებლობის გამო თავი წააცალეს, ხოლო „მუქთა მაყვალას“ პროფესიონალურმა თვალმა, რომელიც მას „"რთ ორგანოზე" ჰქონდა ფოკუსირებული, მოკლულის თავი გვაპოვნინა და დანაშაულიც გავხსენით."

თემურ კაპანაძეს კარიერის განმავლობაში  სამტრედიაში მოღვაწეობაც მოუწია. ალბათ ამ ქალაქის ძველი თაობის მაცხოვრებლებს ახსოვთ გერმანული ნაგაზი "ბენო", რომელიც იქაურ დამნაშავეებს „ორფეხა მეგობრებთან“ ერთად ებრძოდა და მისი შიშით, იმერეთის ამ დასახლებულ ადგილას კრიმინოგენული მდგომარეობა შესამჩნევად გამოსწორდა.

"ერთი პერიოდი სამტრედიაში მიმავლინეს, რადგან იქ ძალიან გამწვავებული კრიმინოგენური სიტუაცია იყო. განსაკუთრებით ბინის ქურდობა იყო გახშირებული. საქმეში აქტიურად ჩავები და ხელმძღვანელობას კინოლოგიური სამსახურის დაარსება მოვთხოვე, რაც დააკმაყოფილეს და რამდენიმე, კარგად გაწვრთნილი ნაგაზი გადმოგვცეს. მათ შორის გერმანული ნაგაზი, მეტსახელად „ბენო“ გამოირჩოდა.

ერთხელ ერთ-ერთი "ბობოლა" მაღალჩინოსნის სახლი გაქურდეს. იგი ყველას დახვრეტით გვემუქრებოდა, თუკი ქურდებს არ ვიპოვნიდით. როგორც თავად აცხადებდა, მას ყველაზე მეტად ბერიას ნაჩუქარი ქარვის მუნდშტუკის დაბრუნება სურდა და სწორედ ამის გამო იყო ასე გაცეცხლებული. ჩვენმა უფროსმა სასწრაფო თათბირი მოიწვია, დავალებები მოგვცა, თვითონ კი, როგორც თავად გვითხრა, ქუთაისში, თათბირზე გაემგზავრა. ჩვენ შემთხვევის ადგილზე „ბენოსთან“ ერთად მივედით, კვალი ავაღებინეთ და დავიძარით. ჩვენთან ერთად „დაზარალებული“, „ბერიას ფანატიც“ წამოვიდა.

"ბენომ" ნახევარი სამტრედია მოგვარბენინა და ბოლოს ერთ ეზოში შევარდა. ოდის კიბეებს რომ მიუახლოვდა, ყეფა ატეხა, პატრონს ხელიდან გაუსხლტა და სახლში მარტო შევარდა. ჩვენც უკან მივყევით და ოთახში რომ შევედით, გავშრით. ერთ-ერთ საძინებელში, გაფითრებული, ტრუსებისამარა, ზურგზე დაწოლილი, ჩვენი "თათბირზე წასული" უფროსი ვიხილეთ, რომელზეც "ბენოს" თავისი უზარმაზარი თათები დაეწყო და უღრენდა, ლოგინში კი შიშველი ქალი იწვა გატრუნული.

"ბენო" სასწრაფოდ მოვაცილეთ უფროსს, დაზარალებულმა მაღალჩინოსანმა კი მას ხელიდან ქარვის მუნდშტუკი გამოგლიჯა, რომელშიაც მოკიდებული სიგარეტი ბოლავდა. როგორც გაირკვა, "თათბირზე წასულ" უფროსს თავის საყვარელთან შეუხვევია, მის შვილს  კი იმ მაღალჩინოსნის ბინა გაუქურდავს, მუნდშტუკი დედამისის საყვარლისთვის უჩუქებია სამახსოვროდ, თავად კი ნაქურდალი ნივთების  გადასამალავად იყო წასული. არასრულწლოვანი ქურდი, რა თქმა უნდა, ფაქტებით დავაკავეთ, მაგრამ იმდენად უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რომ უფროსმა განცხადება დაწერა და სამუშაოდ სხვაგან გადავიდა. "ბენომ" კიდევ დიდხანს იმუშავა სამტრედიაში და მისი შიშით უფრო „სუფთად“ ამუშავდნენ ბოროტმოქმედები."

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

09:41; 18 იანვარი, 2026
ზაფრანი

განსაკუთრებული „ამბავი“

09:36; 18 იანვარი, 2026
ზაფრანი

„შემთხვევა“ თბილისში

09:27; 18 იანვარი, 2026
ზაფრანი

ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

10:59; 17 იანვარი, 2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების მთავარი ღირსებები

10:57; 17 იანვარი, 2026

გიგა ბოკერიას სააკაშვილი კვლავ პრეზიდენტი გონია?

ირაკლი ღარიბაშვილი: "არსახსენებლებს" ვეძახი წინა მთავრობის წარმომადგენლებს და სააკაშვილს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ რეალობას!…” _ ტრაგედია ჩოხატაურში

0:00; 19.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა – არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პირი

18:52; 18.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:12; 18.01.2026
საზოგადოება

ბავშვების სახელზე გაფორმებული ნანგრევები: რატომ ვერ იღებს დაზარალებული ოჯახი კუთვნილ დახმარებას?

15:58; 18.01.2026
პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18.01.2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18.01.2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო