ცესკოს მონაცემებით, ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 9 საჩივარია შესული.
ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მარტვილის საარჩევნო ოლქში 6, ხოლო საგარეჯოში 3 საჩივარია შესული.
"2 ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას სამ შემთხვევაში ერთი და იგივე საკითხთან დაკავშირებით აქვს წარდგენილი საჩივარი. ორივე ოლქში შეტანილი საჩივრები მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს ეხება. მათ უმრავლესობაზე დროულად მოხდა რეაგირება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. საოლქო საარჩევნო კომისიები თითოეულ საკითხზე იმსჯელებენ და შესაბამის კანონისმიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ", _ განაცხადა ანა მიქელაძემ.
რაც შეეხება გიორგიწმინდის ინციდენტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, ცესკოს სპიკერის განმარტებით, გიორგიწმინდის საკითხთან დაკავშირებით საოლქო-საარჩევნო კომისიაში საჩივარი შესული არ არის.