ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემების განახლებული ვერსია გაავრცელა. ცესკო საგარეჯოში 50 საარჩევნო უბნიდან 48 უბნის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმად საგარეჯოში უმნიშვნელო სხვაობით თამარ ხიდაშელი ლიდერობს.
წინასწარი მონაცემების თანახმად, საგარეჯოს 48 საარჩევნო უბნის შედეგებით სახელისუფლებო კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა 6967 ხმა (48,08 %) მიიღო, მეორე პოზიციაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილია, რომელმაც 6808 ხმა (47,48 %) მიიღო. დანარჩენი კანდიდატების შედეგები ასე გამოიყურება: გიორგი დავითაია – 334 ხმა (2,3%), მიხეილ ანდღულაძე – 243 ხმა (1,67%), ზურაბი ჯორბენაძე – 66 ხმა (0,45 %).
Developed By Web Features 2024 © All rights reserved