ქობულეთში 13 წლის მოზარდის დაჭრასთან დაკავშირებით უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სხეულის ნაკლებად მძიმე განზრახ დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახ "გურია ნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს.
მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის და არც შემთხვევის მიზეზებია ცნობილი. 13 წლის ერიკ სააკიანი კი ამ დროისათვის კვლავ საავადმყოფოშია და ოპერაცია უტარდება. მას ბარძაყი და მთავარი არტერია ცივი იარაღით აქვს დაზიანებული.
მოზარდი დაახლოებით ორი საათის წინ ქობულეთის ერთ-ერთ უბანში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს და საავადმყოფოში გადაყვანეს.
მომხდარის ირგვლივ უკვე მიმდინარეობს მოკვლევა.