https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მითები და რეალობა ევროკავშირთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

13:11; 22.11.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

პროექტ "მედიის პროფესიული დეტექტორი: ფაქტები და მითები ევროკავშირის შესახებ", რომლის მიზანია საზოგადოების კვალიფიციური ინფორმირება ევროინტეგრაციის პროცესისა და დასავლური ღირებულებების შესახებ, მორიგ კვლევას აქვეყნებს, რომელიც ევროკავშირთან ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

"გურია ნიუსი" აღნიშნულ კვლევას უცვლელად გთავაზობთ:

(I ნაწილი)

"საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების VI თავი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ამ სფეროში ჩვენი კანონების ევროპულთან ჰარმონიზაცია უნდა განახორციელოს. თუმცა, საზოგადოებაში, პოლიტიკურ პარტიებში, ბიზნესსექტორსა და თვით ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა შორის გავრცელებული მითების გამო, ეს პროცესი, ფაქტობრივად, შეჩერებულია. ამ სტატიების სერიის მიზანია, არსებული მითების დანგრევა და საზოგადოებისთვის, პოლიტიკური და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

I მითი ეხება საქართველოში ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს ქვეყანას ტრანსპორტის სფეროში არსებული ვალდებულებების დაუყოვნებლივ აღსრულება მოუწევს, რაც უმუშევართა რიცხვის ზრდას გამოიწვევს და ქვეყნის ისედაც რთულ ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს. ეს მცდარი ინფორმაციაა, რადგან ამ ვალდებულებების შესრულებისთვის გათვალისწინებული დრო საშუალოდ 2დან 6 წლამდეა.

სამწუხაროდ, დღეს თბილისში თუ საქართველოს როგორც დიდ ქალაქებში, ისე პატარა დასახლებულ პუნქტებში A-დან B პუნქტამდე გადაადგილება საგზაო მოძრაობაში მონაწილე უმეტესი პირისთვის არაკომფორტული, უსიამოვნო და საფრთხის შემცველია. მოქალაქეთა დიდი ნაწილისთვის, განსაკუთრებით საღამოს საათებში, ტრანსპორტი არახელმისაწვდომია. ამასთან, ტრანსპორტით, ფეხით გადაადგილება და გზის, პარკინგის სივრცის გაყოფა ხშირად მოქალაქეების დაპირისპირებისა და კონფლიქტების მიზეზი ხდება.

პარკინგის პრობლემა საქართველოში თითქმის ყველა ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრშია, სადაც ქვეითები, მათ შორის, ბავშვები იძულებულნი არიან, მანქანის სავალ ნაწილზე იმოძრაონ. ამ პრობლემის წინაშე დგანან განსაკუთრებით ის სკოლები, სადაც არ არსებობს ზებრა გადასასვლელები. ამას ემატება, ერთი მხრივ, საქართველოს ქალაქებში ჯიპების "შემოსევა", ტაქსების რაოდენობის მატება და, მეორე მხრივ, მოქალაქეების გადაადგილებას არაკომფორტულს ხდის ავტოტრანსპორტის პარკის დაბერება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მწყობრიდან ხშირი გამოსვლა. ტრანსპორტს უკავშირდება რეგიონებისა და გარეუბნების ურბანული განვითარების პრობლემა, როცა აღნიშნული უბნები ნაკლებად მიმზიდველია საცხოვრებლად, ბიზნესის საწარმოებლად და აუთვისებელი რჩება. საქართველოს ქალაქებში და რაიონულ ცენტრებში უბნებს შორის სუსტი სატრანსპორტო კავშირებია და გადაადგილება, მოუხერხებელთან ერთად, ბევრი მოქალაქისთვის ხელმიუწვდომელიცაა.

აღსანიშნავია, რომ დიდ ქალაქებში სუნთქვა ერთგვარად საფრთხედ იქცა, რაც, ძირითადად, დამაბინძურებელი ტრანსპორტის არსებობითაა განპირობებული. ასეთი ტრანსპორტის რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 10%-ით იზრდება. ჰაერის დაბინძურება, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი რაოდენობა და საწვავზე დამოკიდებულების ზრდა ტრანსპორტის საზოგადოების ნეგატიური ზემოქმედების ფაქტორი გახდა. ტრანსპორტის სისტემის ქაოტური განვითარება, გვერდზე ტოვებს ისეთი ტიპის აქტივობებს, როგორიცაა: ქვეითად გადააადგილება, ველოსიპედით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, რაც ქალაქში გამოუვალ მდგომარეობას ქმნის. ტრანსპორტი უკვე გახდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ქალაქის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პრობლემა.

სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების VI თავი, რომელიც მიზნად სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობას ისახავს. ეს ხელშეკრულება, პირველ რიგში, საქართველოს ტრანსპორტის სფეროს მოდერნიზებას და ევროპული სტანდარტებისა და ხარისხის სატრანსპორტო მომსახურების დანერგვას ითვალისწინებს. ასოცირების ხელშეკრულების მიზანია საქართველოს სატრანსპორტო სფეროში არსებული კანონმდებლობის დახვეწა და არსებული მოძველებული საბჭოთა რეგულაციების გაუმჯობესება/ჩანაცვლება. საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება ხელს შეუწყობს ტრანსპორტის სფეროზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების გაძლიერებას, საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ისეთ მოდერნიზაციას, როცა საგზაო მოძრაობაში მონაწილე ყველა სუბიექტის, შშმ პირების, ქვეითად მოსიარულეთა და ბავშვების უფლებები იქნება დაცული.

გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქვეყანას მოუწევს ამ ვალდებულებების დაუყოვნებლივ აღსრულება, მცდარი ინფორმაციაა. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელშეკრულების VI თავს ახლავს დანართები, რომელშიც მოცემულია ევროკავშირის კონკრეტული სამართლებრივი აქტები და მათთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების ვადები. შესაბამისად, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს დაახლოება შეთანხმებული ვადების მიხედვით და, რაც მთავარია, ეტაპობრივად მოხდება. ასოცირების შეთანხმებაში საუბარია ტრანსპორტის ოთხ ძირითად დარგში – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროებში – არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციასა და მათი აღსრულების მექანიზმების შექმნაზე. ასოცირების ხელშეკრულებაში წერია, რომ საქართველო იღებს ვალდებულებას განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს შემდეგ სფეროებში:

ასოცირების შეთანხმება ტრანსპორტის კუთხით ევროპულ კანონმდებლობაში არსებული ოთხი ძირითადიპირობის – ტექნიკური, უსაფრთხოების, სოციალური და ფინანსური – შესრულებას მოითხოვს. ტექნიკური პირობების შესრულებისას მთავარი მოთხოვნა საავტომობილო ტრანსპორტის, კერძოდ, სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების (9-ზე მეტი ადამიანი) ავტომობილებზე სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობის დამონტაჟება და გამოყენებაა.

მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, განვიხილოთ ერთ-ერთი ტექნიკური პირობა, რის შესრულებასაც ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს. ეს 1992 წლის 10 თებერვლის საბჭოს 92/6/EEC დირექტივასთან მიერთებაა, რომელიც ევროკავშირის ფარგლებში ზოგიერთი კატეგორიის ავტომობილებზე სიჩქარის შეზღუდვის მოწყობილობის დამონტაჟებასა და გამოყენებას ითვალისწინებს. ევროკავშირის კანონმდებლობით, ციფრული ტაქოგრაფების გამოყენება სავალდებულოა იმ ავტომობილისთვის, რომელსაც 3.5 ტონაზე მეტი ტვირთი გადააქვს, ან მინიმუმ 9 მგზავრი გადაჰყავს. ეს საკონტროლო მექანიზმი აფიქსირებს ავტომობილის სიჩქარეს და მძღოლის სამუშაო და დასვენების საათებს.

შესრულების ვადაში წერია, რომ საერთაშორისო გადაზიდვების ტრანსპორტის ყველა სახეობაზე ამ დირექტივის დებულებები საქართველომ წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში უნდა შეასრულოს. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის მომენტისთვის უკვე დარეგისტრირებული ეროვნული ტრანსპორტის ქსელში ჩართული ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში. პირველად დარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის ამ დირექტივის დებულებები უნდა შესრულდეს შეთანხმების ძალაში შესვლიდან ორი წლის ვადაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე ხდება ციფრული ტაქოგრაფების დანერგვა, საერთაშორისო გადაზიდვებში მონაწილე კომპანიები უკვე იღებენ მას და თავისუფლად მოძრაობენ ევროპის ქვეყნებში.  შეიძლება  ითქვას,  რომ ადგილობრივ და ქვეყნის შიგნით  სამგზავრო  და  სატვირთო  ავტომობილების მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების გარკვეული მოთხოვნების შესასრულებლად საქართველოს ექვსწლიანი ვადა აქვს,  თუმცა ხელისუფლების კეთილი ნების პირობებში,  ყოველგვარი დამატებითი რესურების გარეშე შესაძლებელია საქართველომ დღესვე დაიწყოს აღნიშნული კანონმდებლობის ამოქმედება ქვეყნის ტერიტორიაზე და შექმნას მისი აღსრულების მექანიზმები. აღსანიშნავია, რომ ამ კანონმდებლობასთან მიერთება ქართველ მძღოლებს ევროპის სატრანსპორტო სფეროში დასაქმების საშუალებას მისცემს, რაც, თავის მხრივ, თითოეული ქართული ოჯახის ეკონომიკურ კეთილდღეობას მოემსახურება. სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკვე ასეულობით მძღოლი, რომელთაც ციფრული ტაქოგრაფის ბარათები აიღეს, სხვადასხვა გადამზიდავ კომპანიაში მუშაობენ.

კონკრეტულად ამ კანონმდებლობის მიღება და მისი აღსრულება, ხელს შეუწყობს საქართველოს გზებზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას, საქართველოს სატრანსპორტო ქსელის დახვეწას, მგზავრებისა და ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებას და გარემოზე ტრანსპორტის უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას. ყველა ეს საკითხი ქართული საზოგადოებისთვის ახალი გამოწვევაა და მისი გაუთვალისწინებლობით ტრანსპორტის ნეგატიური როლი საზოგადოებაზე სულ უფრო გაიზრდება.

ცალსახაა, რომ ევროკავშირის სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ქსელებში ჩართვა საქართველოს მოქალაქეებს და ბიზნესს სრულიად ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

თუ საქართველოში არ გატარდა ტრანსპორტის კუთხით საკანონმდებლო და ინსტიტუციური ხასიათის რეფორმები, ამით პრობლემები შეექმნება მისი სხვადასხვა სფეროების (როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, სამშენებლო ინდუსტრია,  ტურიზმი,  განათლება, მედიცინა) განვითარებას. ასოცირების ხელშეკრულებაში ტრანსპორტის კუთხით გადადგმული ნაბიჯები ხელს შეუწყობს, ახლო მომავალში საქართველო გახდეს საცხოვრებლად, სამუშაოდ და ტურიზმისთვის მიმზიდველი, უსაფრთხო და კომფორტული ადგილი.

ჩვენს შემდგომ სტატიებში, შევეცდებით, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ტრანსპორტის სფეროში არსებული სხვა მითების შესახებ, რათა საზოგადოებამ ნათლად გაიაზროს ამ უზარმაზარ ბაზართან საქართველოს მიერთების კონკრეტული სიკეთეები", _ აღნიშნულია კვლევაში.

წყარო

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„საქართველოს რკინიგზა“: რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის

16:05; 13 თებერვალი, 2026

ყირიმის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება

მიწის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა

ყველა სიახლე

ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა – ადგილიდან მძიმე ვიდეო ვრცელდება

18:29; 13.02.2026
საზოგადოება

საქართველოში ღვინის ეროვნული დღე დაწესდა

18:24; 13.02.2026
პოლიტიკა

M1 კატეგორიის მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დამატებითი განმარტებები ვრცელდება

18:13; 13.02.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: ასეთი გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა გააჩნიათ

17:54; 13.02.2026
საზოგადოება

როგორ აფასებს ავტომრბოლელი “ოცნების”ინიციატივას

17:49; 13.02.2026
საზოგადოება

რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი

17:40; 13.02.2026
პოლიტიკა

“ოცნებამ” ეუთოს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიაში ექსპერტი არ წარადგინა

17:16; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო