ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "კონსერვატიული პარტიის" ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ისაუბრეს მომავალ გეგმებზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი ორგანიზაციების როლი ახალგაზრდული ორგანიზაციის საქმიანობაში.
საუბრის შემდეგ გაიმართა ფილმის ჩვენება, რომელიც ზუსტად ასახავს ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს. ფილმის შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელზეც ახალგაზრდებმა იმსჯელეს ფილმში ასახული პრობლემების მოგვარების გზებზე.