ასაკის მატებასთან ერთად ადამიანები იცვლებიან. მათ ხასიათში სერიოზული გარდატეხა ხდება და, ცხადია, გარეგნობაშიც შეინიშნება ცვლილებები – პოზიტიურიც და ნეგატიურიც. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ქალთან დამოკიდებულებაში მამაკაცებს სამი ასაკობრივი ეტაპი აქვთ.
პირველი 20 წელი: ახალგაზრდაა და საკუთარ შესაძლებლობებზე უზარმაზარი წარმოდგენა აქვს. ქალები ძირითადად ერთი კონკრეტული მიზნისთვის აინტერესებს და ვერც გაამტყუნებ. უფრო მკერდზე მოგაშტერდებათ, ვიდრე თქვენი სულის სიღრმეზე დაიწყებს ფიქრს. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა უფრო თვითდამკვიდრებისთვის სჭირდება, თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შეუძლია, იყოს ერთგულიც.
30 წელი: საკუთარი თავის შეცნობის პერიოდია. ცოტათი უჭირს, რადგან, უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა. თუმცა, ხვდება, რომ რაღაცით სხვებისგან განსხვავდება. ამიტომ, ზოგჯერ სიყვარულისთვის არც სცალია. ზოგჯერ რაღაც განსაკუთრებული უნდა. თუ რამე არ გამოსდის, ბრაზობს და დეპრესიაშიც ვარდება. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ქალს, რომელიც მის გვერდით აღმოჩნდება. ნუ გაუბრაზდებით იმის გამო, რომ, ახლის შეცნობის სურვილმა, შეიძლება, ღალატამდეც მიიყვანოს. რას იზამთ, ასაკია დამნაშავე…
40 წელი და ზემოთ: მამაკაცი აკეთებს უდიდეს აღმოჩენას – ეს არის ქალი და მისი ფენომენი. ის ხვდება, რა მნიშვნელობა აქვს მის ცხოვრებაში ამ არსებას. ცდილობს, მაქსიმალურად გაუგოს მას, აამოს და გაიხაროს მისი სიხარულით. ისეთი ეგოისტიც აღარ არის, როგორც ათი წლის წინათ იყო, მაგრამ, ვნებაც ნაკლები აქვს, ვიდრე მაშინ. სამაგიეროდ, გაცილებით სტაბილური და მიზანდასახულია.