შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის ნოემბერში, საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს ასაჯაროებს.
სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები გასული თვის მდგომარეობით ასეთია:
2015 წლის ნოემბრის თვე 436 234 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 8,4 %-ით მეტია.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი – 144 109 ვიზიტი, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,6%;
ბ) ტრანზიტი – 93 716 ვიზიტი, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,5%;
გ) სხვა – 198 409 ვიზიტი, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 11,2%.
რაც შეეხება იანვარ-ნოემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 431 723 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,9%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
2015 წლის ნოემბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან , თურქეთიდან , აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ნოემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, იტალია, გერმანია და ლატვია. .
შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი , აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია, ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი. ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები და საუდის არაბეთი გამოირჩევიან . აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების შემოსვლის 10%-იანი ზრდაც.