https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

სასამართლომ, შესაძლოა, ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვოს

3:03; 23.03.2012
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“რაკი რუსული გვარისაა ჩემი ოჯახის წევრი, ამის გამო უნდა ვიდევნებოდეთ? ჩავალ თბილისში, შვეიცარიის საკონსულოში მივალ და მოვითხოვ, მომცენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. აბა, რა ვქნათ, სად წავიდეთ, გეკითხებით!”

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში მცხოვრებ ტიავხიბია მუზიუკოვას საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს 23 თებერვალს უნდა მოეშალა. ტიავხიბია მუზიუკოვამ სარჩელით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს უკვე მეორედ მიმართა.

_ მუზიუკოვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში, ორსართულიან საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა და ამ ბინით წლების განმავლობაში სარგებლობდა. საცხოვრებლის პირველი სართულზე, ნარუჯაში იმ დროს არსებული მეურნეობის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, სარგებლობის უფლება ჰქონდა მოქალაქე ირმა პაპიძეს. მუზიუკოვას სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი დღესაც არ აქვს. მან ამ ბინაზე ყოველგვარი ნებართვის და პროექტის გარეშე კიბე მიაშენა. ზედამხედველობის სამსახურმა დაინტერესებული პირის, ირმა პაპიძის განცხადების საფუძველზე შეამოწმა ზემოხსენებული ბინა. მუზიუკოვამ განაცხადა, რომ კიბე მისი აშენებული იყო, თუმცა მშენებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. ზედამხედველობის სამსახურმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და მუზიუკოვას მისცა გაფრთხილება, რომლის ვადა 23 თებერვალს იწურებოდა. საქმე კვლავ სასამართლოშია და აქედან გამომდინარე, სანამ არ იქნება სასამართლო გადაწყვეტილება, კიბის მონგრევის უფლება არ აქვთ, _ აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

_ პაპიძემ ბინის პრივატიზება ახლა, გარკვეული წლების შემდეგ მოითხოვა და კუთვნილი ბინიდან გამოასახლა მუზიუკოვას ოჯახი. ამ უკანასკნელმა კი სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ მოტივით, რომ პაპიძეებს ბინის ყალბი ორდერი აქვთ და პრივატიზაციის გაუქმება მოითხოვა, _ მუზიუკოვას უფლებების დამცველის, სოფო არობელიძის თქმით, მოსამართლემ არ მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება. თუმცა, როგორც იურისტები ამბობენ, სასამართლოს ადმინისტრაციული წარმოების დროს შეუძლია, თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები ან დაავალოს მხარეს მტკიცებულების უზრუნველყოფა. როცა მეორე მხარე დოკუმენტის სინამდვილეს ეჭვქვეშ აყენებს, მას უნდა გამოეყო ხარჯები და გაეგზავნა ექსპერტიზაზე, შემდეგ კი წარმოედგინა სასამართლოზე.

ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია, რათა მუზიუკოვას კიბის დანგრევის პროცესი შეჩერდეს; მუზიუკოვა ბინის მოსარგებლედ ცნობას სააპელაციო სასამართლოში ითხოვს. ის, ამასთანავე, პაპიძის ბინის პრივატიზაციის გაუქმებასაც ითხოვს.

ტიავხიბია მუზიუკოვას რძალი “გურია ნიუსთან” საკუთარ პრობლემებზე საუბრობს: _ ჩემი დედამთილი, ტიავხიბია მუზიუკოვა წარმოშობით ულიანოვკიდანაა. იგი 1957 წელს ჩამოვიდა ნარუჯაში და მას მერე ამ ბინაში ცხოვრობს. ამის მოწმეები არიან მეზობლები, ნარუჯის მცხოვრებლები. ჩვენს ბინაში მეორე სართულზე ამოსასვლელი ხის კიბე, სიძველის გამო, დალპა და ჩაინგრა. პირველ სართულზე არავინ ცხოვრობდა და 1989 წლის შემდეგ ამ ფართსაც ჩვენ ვსარგებლობდით. ბინის მოდავე 1989 წელს კერძო სახლში გადავიდა, ჩვენს მოსაზღვრედ. პირველ სართულს ვსარგებლობდი, იქ ვინახავდი ზამთრის სანოვაგეს და ყველა სამეურნეო საშუალებას; იქ მქონდა საზაფხულო სამზარეულოც, ამიტომ დავშალეთ ის ძველი ხის კიბე და 2006 წელს ახალი ქვის კიბე ავაშენეთ სხვა მხარეს. მაშინ ცოცხალი იყო მოდავის მამა, რომელმაც გვითხრა, კიბე წინ არ წამოსწიოთ, სახლს დაგვიფარავსო. ამიტომ იძულებული გავხდით, პირველ სართულზე აშენებული კიბე სამჯერ მოგვეშალა. კიბის აშენება მაშინ 2500 ლარი დამიჯდა. ახლა სამუშაო არსად არის, ყველანი უმუშევრები ვართ. ჩვენი ბინა, სადაც 5 სული ვცხოვრობთ, ავარიულ მდგომარეობაშია. შვილები სეზონურ სამუშაოს ხანდახან შოულობენ; მე შრომისუუნარო ვარ; ჩემი მეუღლე, ვიტალი მუზიუკოვი აფხაზეთის ომის ვეტერანია და უკვე ოთხი-ხუთი წელია ვწვალობთ, რომ ვეტერანის საბუთი გავაკეთოთ, რათა 22-ლარიანი დახმარების მიღება შევძლოთ.

მეუბნებიან, კიბე უნდა დაანგრიოო. რა ვქნა, გეკითხებით?! კიბეს რომ მოშლიან, მეორე სართულზე საიდან ავიდე?! ჩემი მეუღლე დაბარებული ჰყავდათ და უთხრეს, ბინის “ორდერი” აქვს მოდავეს და ბინა დაუცალეთო. ასეც მოვიქეცით, გამოვიტანეთ ყველაფერი, მეზობლებში გვქონდა მიბარებული შესანახად. ერთი კვირის მერე კი გვითხრეს, ახლა კიბე დაშალეთო. პაპიძეს ყველანაირად ვუმტკიცებთ სასამართლოში, რომ ყალბი ორდერი აქვს. ზედ კანცელარიის ბეჭედი არის დასმული. მაშინ ბინის გაცემა კანცელარიის ბეჭდით არ ხდებოდა _ დირექტორის ბეჭდით უნდა ყოფილიყო დამოწმებული. ორდერის ნომრად მითითებულია რიცხვი 59, თუმცა ამავე ნომრით გაცემულია დირექტორის ბეჭდით დამოწმებული სხვა ორდერი. მერე რა მოხდა, მექანიკური შეცდომაა და განმეორდა ნომერიო, _ გვითხრა მოსამართლემ. _ ახლა სააპელაციოში მაქვს საქმე, არანაირ ყურადღებას არ გვაქცევენ. მოსამართლე გიორგი ზვიადაძემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოგვიტანა, კიბე უნდა მოშალოთო. 60 წელია, ჩემი დედამთილი ამ ბინაში ცხოვრობს, არავინ შემოგვდავებია, მაგრამ ახლა ჩვენზე ძალადობენ და გვეუბნებიან, არ გეკუთვნითო.პრაკი ჩემს დედამთილს რუსის გვარი აქვს, იმიტომ არ გვეკუთვნის? აბა, რა არის სხვა მიზეზი? _ საკუთარ ეჭვს გამოთქვამს მუზიუკოვას რძალი, მაყვალა მუზიუკოვამ, _ ჩემი დედამთილი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ნარუჯის მეურნეობაში. აქვს უამრავი ორდენი, შრომის ვეტერანია. ჩავალ თბილისში, შვეიცარიის საკონსულოში მივალ და მოვითხოვ, მომცენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. რა ვქნათ, აბა?

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს იურისტთა ასოციაციის წევრს, ტიავხიბია მუზიუკოვას ინტერესების დამცველს, ადვოკატ სოფო არობელიძეს, რომელიც მიიჩნევს, რომ მოსამართლე გიორგი ზვიადაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაკანონიერია.

_ არასათანადოდაა შეფასებული გარკვეული მტკიცებულებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. საერთოდ არ გამოიკვლიეს და უგულებელყვეს მტკიცებულებები. ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, არ არის გამოთხოვილი ორდერის დედანი, მიუხედავად იმისა, რომ დავის უშუალო საგანი ორდერის ბათილად ცნობა და ორდერზე აღმოცენებული სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაა. შესაბამისად, საკითხავია, რის საფუძველზე გახდა ირმა პაპიძე სადავო ბინის მესაკუთრე და რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ორდერი ჩვენთან წარმოდგენილია ქსეროასლის სახით. როგორც გამგეობის წარმომადგენელმა აღნიშნა, დედანი იყო და დღესაც არის გამგეობაში, მაგრამ მის წარმოდგენაზე უარი განაცხადეს. ორდერის ქსეროასლზე შეუიარაღებელი თვალითაც აშკარად ეტყობა გადასწორების კვალი _ ციფრი გადასწორებულია. ახლა სააპელაციო სასამართლოში არის საქმე და ვნახოთ, იგი როგორ გადაწყვეტს, _ აღნიშნავს არობელიძე და დასძენს, რომ “1957 წლიდან, იმ დღიდან, როდესაც ტიავხიბია საქართველოში ჩამოვიდა, მუშაობდა ნარუჯის მეურნეობაში, იყო მოწინავე მუშა, დაჯილდოებული იყო რამდენიმე მედლითა და ორდენით. იმ დროს მოქმედი კანონი, მას გარკვეულ უპირატესობებს აძლევდა ბინათსარგებლობასთან დაკავშირებით. 1987 წლიდან, როცა მან პირველი სართულიც დაიკავა, წინააღმდეგობა არავის გაუწევია და აგრძელებდა ცხოვრებას ჩვეულებრივ, ორივე სართულზე. მხოლოდ 2011 წლის ოქტომბერში, პოლიციის ძალით მოვიდა რამინ პაპიძე, მოდავე ირმა პაპიძის ძმა და წარმოადგინა ყალბი ორდერი. ამბობდა, მე მაქვს ამ ბინის ორდერი, საკუთრების მოწმობა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომ ბინა რეგისტრირებულია ირმა პაპიძეზეო. პოლიციამ ოჯახი გააფრთხილა, დაცალეთ ნებაყოფლობითო. მუზიუკოვებმაც დაცალეს და განცხადებაც მაშინვე შეიტანეს სასამართლოში, საკუთარი დარღვეული უფლებების დასაცავად. პაპიძეების ოჯახს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია როცა მუზიუკოვები 2006-2007 წლებში კიბეს მათ თვალწინ აშენებდნენ. ახლა კი რამინ პაპიძემ მიმართა ზედამხედველობის სამსახურს და მოითხოვა, მოეშალათ კიბე. სწორედ ეს საკითხი დგას დღის წესრიგში _ ველოდებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოზურგეთის რაიონული სასამართლო. რაც შეეხება კანონიერ მოსარგებლეებს, მათ წინააღმდეგ, ფაქტობრივად, პრეტენზიას პაპიძეები ვერ აცხადებენ. პრეტენზია ამ შემთხვევაში განაცხადა გამგეობამ, იმ მიზეზით, რომ ჩვენ არ მოგვმართა და პირდაპირ მიმართა სასამართლოსო. სასამართლომ კი, შესაძლებელია, უსახლკაროდ დატოვოს მუზიუკოვას ოჯახი”, _ გვითხრა სოფო არობელიძემ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი შუქრი გაბრიჩიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს: _ ეს პროცესი შეჩერებული იქნება, რადგან საქმე კვლავ სასამართლოშია და რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანს, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას

14:57; 7 იანვარი, 2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7 იანვარი, 2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7 იანვარი, 2026
სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6 იანვარი, 2026
სამართალი

შსს: უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:23; 6 იანვარი, 2026

სკანდალური აუდიოჩანაწერი და ექსკლუზიური ინტერვიუ უვადო პატიმრობამისჯილთან

სოციალურად დაცული ოჯახი საქონლის სადგომში ცხოვრობს

ყველა სიახლე

საზოგადოება

“უფალმა გაანათლოს მისი სული” _ ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

0:52; 8.01.2026
პოლიტიკა

აშშ-მა რუსული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა

0:05; 8.01.2026
ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: სააკაშვილისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას

15:03; 7.01.2026
პოლიტიკა

ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში – შალვა პაპუაშვილი

15:02; 7.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას

14:57; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო სიურპრიზი   

11:45; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო საჩუქარი   

11:43; 7.01.2026
ზაფრანი

ქართული საშობაო სუფრა

11:42; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7.01.2026
მსოფლიო

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

11:30; 7.01.2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7.01.2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7.01.2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო