ჩვენი წყაროს ინფორმაციით, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, ჩოხატაურელი გოჩა ჯიქია “ქართული ოცნების” ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დაინიშნა. ეს ინფორმაცია, თავად ჯიქიამ “გურია ნიუსთან” საუბარში უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ ის “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსად დაინიშნება.
“საუბარია, რომ საარჩევნო შტაბს ვუხელმძღვანელებ, ეს განხილვის პროცესშია. მე ვარ როგორც “ქართული ოცნების” და ასევე, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი. ეს არის სიმართლე, ჯერ-ჯერობით კი უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს “ქართული ოცნების” ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციას”, _ გვითხრა სატელეფონო საუბარში გოჩა ჯიქიამ.