გელა ცეცხლაძე:
_ ძალიან ცუდი ფაქტია. ალბათ, წესრიგი არ არის დამყარებული ისე, როგორც საჭიროა. ჩვენს ქვეყანას ყოველთვის ჰყავს მტერი შიგნითაც და გარეთაც.
ჯემალ მახარაძე:
_ ძალიან ცუდი ფაქტია, შემაძრწუნებელი.
თემურ ყაჭეიშვილი:
_ ცუდი რამე მოხდა, არ შეიძლებოდა, ეგ რომ მომხდარიყო. მით უმეტეს, ჩოხატაურში.
მთვარისა კვინტრაძე:
_ ძალიან ცუდი რამე მოხდა, ჩოხატაურში არ მომხდარა ასეთი რამ.
გოჩა სირაძე:
_ დამნაშავე უნდა მოიძებნოს და შესაბამისად დაისაჯოს.
ია მანწკავა:
_ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, არ ვიცი, რა ვიფიქრო. გამოდის, რომ დაუცველია საზოგადოება.
მურმან ბუბუტეიშვილი:
_ სამარცხვინო ფაქტია. მაგაზე უპატიოსნესი, კარგი პიროვნება ჩვენს რაიონს არ ჰყავს.
მაია კუკულაძე:
_ კარგს ნამდვილად არაფერს ვფიქრობ. საჯარო მოხელის ოჯახის დაყაჩაღების ამბავი ბოლოს როდის გავიგე, არც მახსოვს.
ციალა გოგიბერიძე:
_ ძალიან ცუდი ფაქტია. "მხედრიონის" დროს თუ გაიგებდი მსგავს რამეს.
ტარიელ ჯიქია:
_ არ უნდა დაეყაჩაღებინათ ასეთი კარგი ადამიანი. ნამდვილად უმაგრესი კაცია, ადამიანური, მეგობრული და ყველანაირად კარგი.
თამარ ჯინჭარაძე:
_ არ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ ჩვენს ქვეყანაში. ასე ხელაღებით სხვის ქონებაზე და ჯანმრთელობაზე ხელის აღმართვა დიდი დანაშაულია. ალბათ, იზრუნებენ, რომ ასეთი რამ აღარ მოხდეს. საკრებულოს თავმჯდომარეს რომ დააყაჩაღებენ, სხვას რაღაც უზამენ?!
ზაურ ჩხაიძე:
_ ვფიქრობ იმას, რომ პატრონი არავინ გვყავს. ამ დროში საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახში რომ გაბედავენ მისვლას თავისუფლად, დასაყაჩაღებლად, სხვას დაინდობენ?!
ელგუჯა ჩხატარაშვილი:
_ ცუდი ფაქტია. ყაჩაღობა ყოველ დროში საშინელებაა. არ აქვს მნიშვნელობა, რა პერიოდში და ვის მიმართ ხდება, ჯერ მარტო სტრესს იღებს ადამიანი ისეთს, რომ მთელი ცხოვრება ემახსოვრება.