ცნობილი ამერიკელი მსახიობი, 71 წლის დენი დე ვიტო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ალბათ გაგიკვირდებათ და ბატონ დენის მისი პერსონის მიმართ გადამეტებული ყურადღება სასტიკად აღიზიანებს.
რამდენიმე დღის წინ მსახიობმა ფრანგულ გამოცემას "Le Monde" ინტერვიუ მისცა და პოპულარობის უარყოფით მხარეზე ისაუბრა.
"არ მოვყვები იმის მტკიცებას, რომ პოპულარობა მძულს. როცა ირგვლივ მახვევია ადამიანები, რომლებიც ავტოგრაფებს მთხოვენ, კეთილ სიტყვებს მეუბნებიან, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ჩემი ოჯახი უფრო დიდი და მრავალრიცხოვანი გახდა. მაგრამ ყოველ მედალს მეორე მხარეც გააჩნია.
ერთხელაც მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ, პირს მანქანაში ვიპარსავ ელექტროსამართლებით. გზაში პოლიციელი მაჩერებს. გადმოვძვერი მანქანიდან დაჭყლეტილი, ნახევრად გაპარსული სახით. პოლიციელი კი მეუბნება: "მაშ, ეს შენა ხ-ა-რ!".
თითქოს ასი წელია მიცნობს, და მართვის მოწმობას მთხოვს. მე კი ამაზე ვპასუხობ: "აი, შენ ჩემი ფოტოსურათი, ავტოგრაფით, ვფიქრობ უფრო გამოგადგება!" და ისიც სიხარულით მეთანხმება.
ზოგჯერ ვიღაცის დანაშაულსაც ვიღებ ჩემს თავზე, რადგან ვიცი, რომ პოლიციელები მე უფრო ადვილად მაპატიებენ და გამიშვებენ.
საერთოდ არასოდეს ვსარგებლობ ბოროტად იმით, რომ ცნობილი ადამიანი ვარ და პატივსაც მცემენ. პოპულარობა ერთი მხრივ სასიამოვნოა, მაგრამ საკმაოდ დამღლელი და გამაღიზიანებელი." – განაცხადა დენი დე ვიტომ.