ამერიკული "ყვითელი" მას-მედიის მტკიცებით, ცნობილი კინომსახიობი, 33 წლის სიენა მილერი გალოთდა.
რამდენიმე თვის წინ ამ ქალბატონმა აღმოაჩინა, რომ წონაში რამდენიმე კილოგრამით მოიმატა. ბრიტანული ფესვების მქონე სიენას კინოპროდიუსერებმა სასწრაფო გახდომისკენ მოუწოდეს.
ქალმა დახმარებისთვის დიეტოლოგებს მიმართა. რამდენიმე მათგანმა არყის სმა ურჩია, რადგან ამ სასმელში ნაკლები კალორიებია.
მილერმა რჩევა გაითვალისწინა და "ბახუსის ტყვეობაში" თავდაუზოგავად გადავარდა. მსახიობისა და ფოტომოდელის ახლობლების მტკიცებით, მილერი გალოთების გზას დაადგა. ქალი დღიურად ერთ ლიტრ არაყს მიირთმევს და საღამოობით ფეხზე ვეღარ დგას.
ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ ალკოჰოლის სიყვარული მსახიობს სადამდე მიიყვანს ვერ მოგახსენებთ.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სიენამ წონაში მნიშვნელოვნად დაიკლო, მაგრამ ნებისმიერი დილის დაწყებას, 100-200 გრამი არყით მიღებით დაეჩვია.