სოციალურმა ქსელმა „Facebook”-მა წლის ყველაზე განხილვადი და პოპულარული თემები დაასახელა.
„2015 წელი დასასრულს უახლოვდება და ჩვენ ვიხსენებთ ყველაფერს, რისკენაც ჩვენი ყურადღება ამ წელს მიპყრობილი იყო და იმას, რაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ. ჩვენ ვიხსენებთ 2015 წლის მოვლენებს, რომლებმაც გულგრილი არ დაგვტოვა. წლის შედეგები ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ფეისბუქი გახდა ადგილი, სადაც ადამიანები განიხილავენ იმ მოვლენებს, რომელიც მთელ მსოფლიოს ნამდვილად აწუხებს“ – ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
სოციალურ ქსელში 2015 წლის ყველაზე განხილვადი თემები ასეთია:
1. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
2. 13 ნოემბრის ტერაქტები პარიზში
3. სამოქალაქო ომი სირიაში და გადასახლების პრობლემები
4. მიწისძვრა ნეპალში
5. სავალო კრიზისი საბერძნეთში
6. ქორწინების თანასწორობა
7. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა
8. Charlie Hebdo-ს რედაქციაზე ტერორისტების თავდასხმა
9. საპროტესტო მოვლენები ბალტიმორში
10. ტრაგედია ჩარლსტონში და კონფედერაციის დროშასთან დაკავშირებული დებატები
Developed By Web Features 2024 © All rights reserved