საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გია ვოლსკის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის“ და ალეკო ელისაშვილის განცხადებები ემთხვევა:
_ წარმოვიდგინე ერთი წუთით, რომ ელისაშვილს ვინმემ დააბრალოს-შენ ამას ყველაფერს იმიტომ ლაპარაკობ, რომ ვიღაცისგან მატერიალურ გამორჩენას ელი, როგორ ხასიათზე დადგება.
არ მიმაჩნია, რომ ალეკო ის კაცია, რომელიც პრინციპს გაცვლის თანხაზე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი განცხადებები ემთხვევა. ა
რის ჩამოყალიბებული სისტემა და კარგად იკვეთება ამ ქვეყნის სტაბილურობის შემარყევებელი სტრატეგია. აი, ამ სტრატეგიაში ჯდება ელისაშვილის განცხადებაც.
არ მინდა ამ ადამიანში ეჭვი შევიტანო, მაგრამ თუ მან ვერ შეძლო ამ ყველაფრის დამტკიცება, მისი რეპუტაცია საკმაოდ შეირყევა,-განაცხადა ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში საუბრისას.