რუსეთის საბრძოლო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. აღნიშნულ ინფორმაციას NEWS.AZ ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოს რომ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერტმფრენი რამდენიმე წუთის განმავლობაში დაფრინავდა.
საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულად მიიჩნევს.
საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შემთხვევის ადგილი არ დააკონკრეტა.
მისივე ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.