სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მოქალაქე ჯიმშერ მ. დააკავეს
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯიმშერ მ. სოფლის მეურნეობის პროდუქტის ადგილობრივი წარმომავლობის შესახებ ცნობის გაცემის სანაცვლოდ მოხელისათვის ქრთამის სახით გადასაცემად 800 აშშ დოლარი აიღო.
გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს .