ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მოსახლეობა გზის გაკეთების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობას, სოფლის რწმუნებულსა და გაზის კომპანიის წარმომადგენლებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა- შემოხლაში გადაიზარდა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, ლეკურას უბანში გაზიფიცირება მიმდინარეობს, მაგრამ კომპანია არაკეთილსინდისიერად ასრულებს სამუშაოებს. გადათხრილია მთელი უბანი, რის გამოც არ არსებობს სამანქანე გზა, ბავშვები ვერ დადიან სკოლაში, ვერ მოდის სასწრაფო დახმარების მანქანა, ვერ ხდება ციტრუსის რეალიზაცია.
ამ წუთებში მოსახლეობას და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ერთმანეთის შეურაცმყოფელი სიტყვიერი დაპირისპირებაა. ამ მოვლენის ამსახველ ვიდეოკადრებს "გურია ნიუსი" მალე შემოგთავაზებთ.