https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გამჭვირვალობის სასარგებლოდ გაღებული “ხარკი”

3:03; 28.03.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გამჭვირვალობა, მოსახლეობის ინფორმირება, ამომრჩევლების წინაშე ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და სამოქალაქო მონაწილეობა _ ეს ის პრინციპები თუ კრიტერიუმებია, რომლებითაც უნდა ხელმძღვანელობდეს თავის საქმიანობაში ნებისმიერი დონის (მათ შორის _ ადგილობრივი) ხელისუფლება. სწორედ მათი დაცვის მხრივ არსებული სიტუაცია არის საზომი იმისა, თუ რამდენად რეალური და მოსახლეობასთან ახლოს მდგომია ამა თუ იმ მუნიციპალიტეტში არსებული თვითმმართველობა, ან კიდევ იმისა, რეალურად თვითმმართველობა ემსახურება ხალხს თუ პირიქით, ხალხი _ თვითმმართველობას”. _ ეს არის ამონარიდი არასამთავრობო ორგანიზაციის “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” ანგარიშიდან, რომლის პრეზენტაცია გასულ კვირას გაიმართა. ორგანიზაციის იურისტის, ირაკლი პაპავას თქმით, მათი ანგარიში მოიცავს ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში 2011 წელს გამჭვირვალობის სასარგებლოდ გაღებულ “ხარკს” და მონიტორინგის შესახებ არსებულ ინფორმაციას.

მოსახლეობის ინფორმირება საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომების შესახებ

“საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ავალდებულებს საკრებულოს, როგორც კოლეგიურ საჯარო დაწესებულებას, რომ მან ერთი კვირით ადრე, საჯაროდ გამოაცხადოს მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას _ აგრეთვე მისი დახურვის შესახებ. იგივეს ითვალისწინებს ოზურგეთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოთა დებულებებიც, რომლის თანახმადაც, ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომების განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც; ამასთან, ეს ინფორმაცია საკრებულოს აპარატის მიერ გამოქვეყნებული უნდა იქნას: ოზურგეთის შემთხვევაში _ საკრებულოს ვებგვერდზე, აგრეთვე უნდა გამოიკრას სოფლებში, ადმინისტრაციულ შენობასთან განთავსებულ სპეციალურ სტენდზე და გამოქვეყნდეს გაზეთში. ჩოხატაურის შემთხვევაში _ საკრებულოს ვებგვერდზე (რომელიც მას, გასული წლის მიწურულამდე, საერთოდ, არ ჰქონია), აგრეთვე უნდა გამოიკრას საკრებულოს და სოფლებში ადმინისტრაციულ შენობასთან (შენობაში) განთავსებულ სპეციალურ სტენდზე. 2011 წლის მონაცემებით, ორივე მუნიციპალიტეტის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია, როგორც წესი, ძირითადად, მხოლოდ საკრებულოს მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო დაფაზე ქვეყნდებოდა. გაცილებით რთული სიტუაციაა საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების სხდომების ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კუთხით; შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაცია საკრებულოს კომისიათა სხდომების შესახებ, თითქმის არ ქვეყნდება (მეტისმეტად იშვიათი, უმნიშვნელო გამონაკლისის გარდა), მათ შორის, არც საკრებულოს ვებგვერდზე და არც საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ საინფორმაციო სტენდზე. თქმული თანაბრად ეხება, როგორც ოზურგეთის, ისე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს. ლოგიკურ შედეგად ვიღებთ იმას, რომ არც ერთ ამ მუნიციპალიტეტში არ არსებობს საკრებულოს კომისიათა სხდომებზე მოსახლეობის წარმომადგენელთა დასწრების პრეცედენტები.

საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტებისა და ნორმატიული აქტების გამოქვეყნება

როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების უმთავრეს გამოხატულებას, მის მიერ სამართლებრივი, განსაკუთრებით კი ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების მიღება წარმოადგენს. თავის მხრივ, ეს ნორმატიული აქტები მოსახლეობაზე, მის ინფორმირებაზე უნდა იყოს გათვლილი. ისიც უდავოა, რომ რიგით მოქალაქეებს უპრობლემოდ უნდა მიუწვდებოდეთ ხელი მათზე და თავისუფლად უნდა შეეძლოთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მისაღები აქტების პროექტებისა თუ მიღებული აქტების გაცნობა. ამის ყველაზე ადვილი და მოსახერხებელი გზა მათი გამოქვეყნებაა. საკრებულო, როგორც კოლეგიური, ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია, მის მიერ განსახილველი ნორმატიული აქტის _ საკრებულოს დადგენილების პროექტები რეგულარულად გამოაქვეყნოს. ამასთან, გამოქვეყნებიდან ოცდღიანი ვადა მაინც უნდა იყოს გათვალისწინებული საიმისოდ, რათა ამ ხნის განმავლობაში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტის გაცნობის, თავისი შენიშვნების, მოსაზრებებისა და წინადადებების წერილობით წარდგენის შესაძლებლობა. სამიზნე მუნიციპალიტეტების საკრებულოთა დებულებები ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნების წესს შემდეგნაირად განსაზღვრავენ: ოზურგეთში საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე და ადგილობრივ გაზეთში, საკრებულოს აპარატში მისი რეგისტრაციის შემდეგ; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე, ხოლო გაზეთში ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატსა და გამგეობის რწმუნებულებთან. ჩოხატაურში საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტები უნდა გამოქვეყნდეს საკრებულოს ვებგვერდზე, საკრებულოს და ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო დაფაზე, აპარატში მისი რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში; იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული აქტის პროექტი დიდი მოცულობისაა, პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე, ხოლო საინფორმაციო სტენდებზე ქვეყნდება მხოლოდ მისი დასახელება, მოკლე შინაარსი და მითითება, რომ პროექტის გაცნობა შესაძლებელია საკრებულოს აპარატსა და გამგეობის რწმუნებულებთან.

ორივე მუნიციპალიტეტის საკრებულო თავისი ნორმატიული აქტის პროექტებს, მცირეოდენი გამონაკლისის გარდა, ძირითადად, საკრებულოს მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე აკრავდა, (თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ ამის მონიტორინგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ძალზე რთულია და ხელაღებით იმის მტკიცება, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ხდებოდა ნორმატიული აქტის პროექტის საკრებულოს მთავარ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებულ საინფორმაციო დაფაზე განთავსება, ცოტა არ იყოს, რთულია), ხოლო, ოზურგეთი დამატებით კიდევ საკრებულოს ვებგვერდზე ათავსებდა ამ ტიპის ინფორმაციას (თუმცა, ძალზე იშვიათად). ასე რომ, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში დღემდე აქტუალური რჩება საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტების თუნდაც უშუალოდ საკრებულოს მიერვე დადგენილი წესით გამოქვეყნების საკითხი.

საკრებულოს ვებგვერდი _ მოსახლეობის ინფორმირების მნიშვნელოვანი მექანიზმი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გააჩნია საკუთარი ოფიციალური ვებგვერდი და ის, ასე თუ ისე, პერიოდულად ახლდება ახალი ინფორმაციით, ამასთან, საკრებულოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარკვეული ნაწილი უკვე განთავსებულია მასზე; რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ 2010 წლის აგვისტოში დამტკიცებული საკრებულოს დებულების ძალით, აუცილებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი, ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც მნიშვნელოვანი ტიპის ინფორმაციის განთავსებაა გათვალისწინებული (რაც სერიოზულ იურიდიულ შედეგებს უკავშირდება), ფაქტია, რომ ჩოხატაურს საკუთარი ვებგვერდი მთელი 2011 წლის განმავლობაში (ფაქტობრივად, 2011 წლის მიწურულამდე) არ შეუქმნია და არ აუმოქმედებია. თავისთავად, ცხადია, რომ ასეთი სიტუაცია აშკარად შეუსაბამოა, როგორც “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის, ისე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და თავად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების აუცილებელ მოთხოვნასთან, საკრებულოს ოფიციალური ვებგვერდის არსებობის სავალდებულობის თაობაზე.

რამდენად ხელმისაწვდომია საჯარო ინფორმაცია?

როგორც წესი, კანონი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს უფლებას, წერილობითი განცხადებით მიმართოს თვითმმართველობის ორგანოებსა თუ თანამდებობის პირებს და მიიღოს მათგან მისთვის საინტერესო, ნებისმიერი სახის საჯარო ინფორმაცია. ამასთან, საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, გარდა კანონით გათვალისწინებული იშვიათი გამონაკლისისა. ორივე მუნიციპალიტეტში საკრებულოდან ინფორმაციის გამოთხოვისა და მიღებისას, რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას ან კანონდარღვევას არ შევხვედრივართ. თუმცა იგივეს თქმა არანაირად არ შეიძლება ამ მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ რგოლზე _ გამგეობა, როგორც წესი, თითქმის ყოველ შემთხვევაში (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამისი საფუძველი), საჯარო ინფორმაციის გაცემისას ათდღიან ვადას ითხოვს და უმეტეს შემთხვევაში, ამ ათდღიან ვადასაც მნიშვნელოვნად არღვევს. მოკლედ, ეს საკითხი გამგეობის ხელში იქცა “ჭირად”, რომელსაც “თავის მალვა”, პრინციპში, არც სჭირდება, რამეთუ გამგეობა მის დამალვას არც ცდილობს. თქმული თანაბრად ეხება როგორც ოზურგეთის, ისე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას. როგორც ჩანს, გამგეობები არა მარტო ოზურგეთსა და ჩოხატაურში, არამედ, ზოგადად, საქართველოში დღემდე (თუმცა არაფორმალურ საფუძველზე, მაგრამ მაინც) ამ “პრივილეგიით” და მასთან დაკავშირებული ე.წ. “ხელშეუხებლობით” სარგებლობენ და მსგავს შემთხვევებში, არავინაა გამგეობისთვის “ყურების,” თუნდაც მსუბუქად “ამწევი”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

23:05; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ

22:27; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1 იანვარი, 2026
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში _ გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

16:37; 1 იანვარი, 2026

"მივედი, ვნახე..."

ირაკლი ალასანიას "ომი და მშვიდობა" და ხელისუფლების სარეზერვო ტყუილი რეზერვზე

ყველა სიახლე

საზოგადოება

3 და 4 იანვარს საქართველოში ტემპერატურის მკვეთრი დაცემაა მოსალოდნელი

23:05; 1.01.2026
საზოგადოება

მძღოლებს, რომელთაც მართვის უფლება ქულების ამოწურვის გამო აქვთ შეჩერებული, დღეიდან აღნიშნული უფლება ავტომატურად აღუდგებათ

22:27; 1.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ”- მეწყერი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

18:54; 1.01.2026
საზოგადოება

ფინეთში დააკავეს გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები არიან

17:09; 1.01.2026
საზოგადოება

უამინდობა საქართველოში _ გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

16:37; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან უცხოელ ტურისტებს საქართველოში შემოსვლისას ახალი ვალდებულება უჩნდებათ

14:50; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით იკრძალება

14:16; 1.01.2026
საზოგადოება

ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

13:14; 1.01.2026
საზოგადოება

დღეიდან, პენსია 20 ლარით გაიზრდება – ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს

12:39; 1.01.2026
სამართალი

მძღოლები დღეიდან ამ დარღვევის გამო 100 ლარით დაჯარიმდებიან

10:48; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული ტრადიციული საახალწლო სუფრა    

10:44; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ უნდა შეხვდეთ ბედობას   

10:42; 1.01.2026
ზაფრანი

როგორ გაჩნდა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

10:38; 1.01.2026
ზაფრანი

საქართველოს კუთხეების საახალწლო რიტუალები

10:36; 1.01.2026
ზაფრანი

ქართული საახალწლო ტრადიციები

10:31; 1.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო