ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ხუთსულიანი ოჯახი ახალ წელს უსახლკაროდ დარჩა. გუშინ საღამოს შრომაში მცხოვრებ აკაკი ვაჩეიშვილის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად განადგურდა.
შრომის რწმუნებულის მაყვალა დარჩიას განცხადებით, მიუხედავად სახანძრო სამსახურის დროული მობილიზაციისაა, სახლის მეორე სართული სრულიად გაუნადგურდა.