ამ წუთებში გურიის გუბერნიაში გურიის სამივე მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ენერგეტიკის მინისტრის მოდგილე ილია ელოშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმრთველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმაძღვანელი გიორგი ამაშუკელი გურიაში შექმნილ ვითარებას ეცნობიან.
მათი განცხადებით, ამ ეტაპზე გურიაში მხოლოდ სამას აბონენტს არ მიწოდება ელექტროენერგია. დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციაზე მუშაობს 19 ბრიგადა.
ასევე მათი განცხადებით, ცენტრალური გზები გაწმენდილია. ამ ეტაპზე მხლოდ შიგა სასოფლო და დაბებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება მიმდინარეობს.
გურიაში თოვლმა 4 სახლი დაანგრია. სტიქიასთან ბროძლის მუდმივმოქმედი შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამ ეტაპზე ზარალის ოდენობა დათვლილი არ არის. ზარალის დათვლის შემდეგ გაირკვევა დასჭირდება თუ არა გურიას ცენტარლური ბიუჯეტიდან დახმარება.