ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში მომხდარი ტერაქტის უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პოლიციის წარმომადგენლის, ანტონ ჩარლიანის განცხადებით, ინდონეზიაში მომხდარი ტერაქტი პარიზზე მომხდარი თავდასხმის იმიტაციის მცდელობაა.
როგორც ცნობილია, ნოემბერში ინდონეზიელმა სამართალდამცველებმა "ისლამური სახელმწიფოსგან" მიიღეს გაფრთხილება, რომ ისინი ინდონეზიაში კონცერტის ჩატარებას აპირებდნენ, რაც თავდასხმას გულისხმობდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ინდონეზიაში მომხდარი აფეთქების დროს ორი თავდამსხმელი დაიღუპა, სამი კი პოლიციასთან გახსნილი ცეცხლის შედეგად გარდაიცვალა.