შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის სუფსის განყოფილების თანამშრომლებმა სუფსაში, სოფელ ღრმაღელეში დაკარგული საქნავთობის რეზერვუარიდან მოპარული 1 ტონა საწვავის ქურდები დააკავეს.
ეჭვმიტანილები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელეში მცხოვრები ჯ. აბაშმაძე და ლ. წიქარიძე არიან. ეჭვმიტანილები სამართალდამცავებმა ღამის 3 საათზე დააკვეს, მაშინ როცა, მათ საწვავი ფოთში სარეალიზაციოდ უკვე გატანილი ჰქონდათ.
აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს შსს პრესსმასურში. გამოძიება დაიწყო სსკ 177 მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.