მეცნიერები იმედოვნებენ, რომ შეიმუშავებენ ახალ მეთოდს, რომელიც ხელს შეუწყობს ფრონტოტემპორალური დემენციის განვითარების მაღალ რისკთან დაკავშირებული გენის დაავადების მკურნალობას;
ეს პროგრესირებადი დაავადება, რომელიც თავს იჩენს სიცოცხლის შუა წლებში, ტვინის შუბლის წილზე მოდის და ქცევებს, ემოციებსა და მეტყველებას უკავშირდება. იშვიათად, ეს დაავადება 50-60 წლის ადამიანებშიც ვითარდება. მისი სიმპტომებია არაადეკვატური ქცევები ან პიროვნების მთლიანი შეცვლა.
ფრონტოტემპორალური დემენცია ჭკუასუსტობის ერთ-ერთი ფორმაა. შემთხვევათა ნახევარი შთამომავლობითია. კვლევების დროს მეცნიერებმა 515 დაავადებული ტვინი შეადარეს 2509 ჯანმრთელს.
"შეიმჩნევა დაავადების განვითარების რისკთან დაკავშირებული გარკვეული გენეტიკური ცვლილებები. რაც უკეთ განვსაზღვრავთ ამ დაავადებაში გენის როლს, მით მალე შევიმუშავებთ მკურნალობის მეთოდს” – განაცხადა პროფესორმა მარია გრაციამ.