სულ მალე ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლას ხელოვნურსაფარიანი მოედანი ექნება. როგორც სკოლის დირექტორმა, თამაზ კილაძემ "გურია ნიუსს" განუცხადა, სტადიონის მშენებლობა თებერვლის თვის მეორე ნახევარში უნდა დასრულდეს.
"სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გრუნტის სადრენაჟო სამუშაოები მიმდინარეობს და თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, 15 თებერვლისთვის სტადიონი მზად უნდა იყოს", – გაგვიცხადა კილაძემ.
მისივე ინფორმაციით, სტადიონის მშენებლობას განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს, რომელიც 24 X12 მეტრზე ზომის იქნება და ამასთან ერთად 200 ადგილიანი ტრიბუნაც მოეწყობა.
"თუ გავითვალისწინებთ, რომ სკოლა უკვე წლებია განიცდის ღია ტიპის სტადიონის დეფიციტს, ეს მშენებლობა მართლაც საშური საქმეა სკოლის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის", -დასძინა პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა.