ერაყში ძალადობის შემცველი ფაქტების რიცხვი შემაძრწუნებელია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გაეროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაეროს ცნობით, ერაყში 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით 18 800 სამოქალაქო პირი დაიღუპა, ხოლო 3 მილიონზე მეტი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
როგორც ცნობილია, გაერო "ისლამურ სახელმწიფოს",რომელიც ერაყის დიდ ნაწილს აკონტროლებს, კაცობრიობის წინააღდეგ სისტემატურ ძალადობასა და შესაძლო გენოციდში ადანაშაულებს.
გაეროს ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის თქმით, მათ მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მიგრანტების ინტერვიუებს ეფუძნება.
"ანგარიში სრულად ასახავს იმ მოვლენებს, თუ როგორ ცდილობენ ერაყიდან ლტოლვილები ევროპის და სხვა რეგიონების მიმართულებით გაქცევას. ეს მათთვის საშინელებაა,"_ განაცხადა ზეიდ რაად ალ ჰუსეინმა.