უახლოესი ორი დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიური თოვა გაგრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ითოვებს მთაში, მაღალმთაში, დაბლობში, ბარში, ზღვაზე.
"იქნება დაბალი ტემპერატურა, მთებში და მაღალმთებში – ქარბუქი. თოვლი იქნება ხვალ და ზეგ. 26 იანვარს თოვლის ინტენსივობა შემცირდება და ზოგან შეიძლება შეწყდეს კიდეც. 26-27 იანვარს ყინვებიც გაძლიერდება", – აცხადებენ ჰიდრომეტეოლოგიურ სამსახურში.
27 იანვრიდან გამოიდარებს, მაგარ მცირე ნალექი მაინც შენარჩუნდება.