აღმოსავლეთ აზიაში დიდთოვლობასა და ძლიერ ყინვას მსხვერპლი მოყვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტაივანში ტემპერატურის ვარდნას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ცნობილია, დიდთოვლობის გამო სამხრეთ კორეაში 500-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ავიარეისი გადაიდო, რის გამოც 60 000-ზე მეტი ტურისტი ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ძლიერი თოვისა და ქარიშხლის გამო იაპონიაში 600-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა, 5 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10-ზე მეტი დაშავდა, ხოლო ჰონგ კონგში 60 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა, 3 გრადუსი დაფიქსირდა.