THE WASHINGTONPOST საქართველოს, დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ თუ საქართველო პოლიტიკურ კურსს შეცვლის და რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა, შესაძლებელია, 1990-იანი წლების დროინდელი იერსახე დაიბრუნოს.
"გურია ნიუსი" გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ:
"არის თუ არა საქართველო კრემლის მიერ ინსპირირებული გადატრიალების ზღვარზე? _ არა, მაგრამ როგორც იზრდება პრო-ევრაზიული კავშირის გავლენა საქართველოში, სავარაუდოდ, ასევე იზრდება რუსეთის ზეგავლენაც ქართველებზე.
მაუწყებლის ინფორმაციით, საარჩევნო მონაცემები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რეგულარულად, ქართველების სტაბილურ და მზარდ მხარდაჭერას ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მიმართ აჩვენებს
მისივე ცნობით, საქართველო პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკის ქვეყნებს შორის ყველაზე დემოკრატიულია და დასავლეთისთვის რეგიონში ბოლო იმედია.
THE WASHINGTONPOST -ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ საქართველოში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების მიზნით მილიარდები დახარჯეს და თბილისიც ენთუზიაზმით ეხმაურებოდა ვესტერნიზაციას, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის გაფართოებით გადაღლამ საქართველოში ფატალიზმი გამოიწვია და შეიქმნა ისეთი პოლიტიკური გარემო, სადაც პრორუსული ფრაქციები ანტი-დასავლეთის მიმართულების კამპანიას იძენს.
თუ საქართველო ზურგს შეაქცევს დასავლეთს, ეს არ იქნება დარტყმა მხოლოდ ახლადშობილი დემოკრატიისთვის, არამედ რუსეთს მისცემს პირდაპირ დერეფანს ახლო აღმოსავლეთში, ხოლო დასავლეთს ევრაზიის ენერგეტიკის წყაროებზე წვდომას დაუხშობს.
რუსეთის დომინირების ქვეშ კი, საქართველომ შესაძლებელია 1990-იანი წლების დროინდელი სახე დაიბრუნოს. არშემდგარი სახელმწიფო და ღია ცის ქვეშ უკანონო ვაჭრობა ბაზარზე, რაც სამოქალაქო ომის შედეგად გაპარტახებულ ქვეყანას შეეფერება რადიკალიზმისთვის შესაძლებელია ნაყოფიერი ნიადაგი მგამოდგეს.
NDI-ს კვლევების მიხედვით, ქართველების მიერ ევროკავშირის მხარდაჭერა 2013 წლის აგვისტოში 11 პროცენტს შეადგენდა, 2014 წლის აგვისტოში 20 პროცენტს, ხოლო 2015 წელს აშკარა ზრდა შეინიშნებოდა.
საქართველოში რუსეთის მიმართ დამოკიდებულების დადგენა არჩევნების შედეგების მიხედვითაც შეიძლება, მაგრამ ის წარმოადგენს მხოლოდ იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომელთაც ხმა რეალურად მისცეს, ამიტომ საარჩევნო დემოკრატია პოლიტიკური ძალის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
რატომ იყო რამდენიმე წლის წინ პრო-რუსული განწყობა დაბალი? – 2004-2012 წლებში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეპოქაში დისიდენტებზე, რომლებიც რეგულარული ძალადობის გამო დააპატიმრეს, მტკიცებულებებისა თუ მათ გარეშე, ამბობდნენ რომ რუსეთის ჯაშუშები იყვნენ.
მაუწყებლის ინფორმაციით, 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ტრავმული მოგონებები დატოვა, ხოლო ნაციონალური მოძრაობა კი ამბობდა რომ საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია უმტკივნეულოდ მოხდებოდა.
მაგრამ უფრო და უფრო ნათელია, რომ საზოგადოების მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად საქართველო ევროკავშირსა თუ ნატოში მალე ვერ გაწევრიანდება,
მისივე ცნობით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრო-დასავლურია და ეკონომიკას, უსაფრთხოებას და დიპლომატიურ ურთიერთობებს ამ მიმართულებით ანვითარებს. მათ შორისაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 2014 წლის ივნისში, ასევე საქართველომ თავისუფალი ვაჭრობა დაიწყო ევროკავშირის სივრცეში,ის ასევე ნატოსთან სწრაფად ანვითარებს ურთიერთობებს და 2016 წელს სავიზო ლიბერალიზაციის პერსპექტივა აქვს.
THE WASHINGTONPOST -ის ცნობით, "ქართული ოცნების" ადმინისტრაციამ ვერ მოახერხა, რომ ბოლო წლების ეკონომიკური შოკი შეემცირებინა, რაც ეკონომიკის შიმშილად გადაიქცა.
ბევრი ქართველისთვის, ალბათ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება ნაკლებად საურველია, ვიდრე ევროპაში, მაგრამ, ევრაზიის კავშირმა უფრო მეტი გააკეთა და მოკლევადიანი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
მაგალითად 2013 წელს რუსეთმა საქართველოს სოფლის მეურნეობას, ვაჭრობის გახსნით დიდი სტიმული მისცა", _ აღნიშნულია სტატიაში.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოში რუსი მარიონეტები პრო-დასავლურ პარტიებზე კონტროლს გაამკაცრებენ.
მისივე ცნობით, თუ დასავლეთი საქართველოს მხარდაჭერას დაკარგავს, ამ შემთხვევაში რუსეთს ევროპისა და აზიის ქვეყნებთან გზა გაეხსნება.