2 ათას 500 ოჯახი აჭარაში კვლავ ელექტროენერგიის გარეშე რჩება ამ დროისათვის. გურიაში კი 4 ათასი აბონენტია შუქის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გადამცემი ხაზების აღდგენა გუშინ დაიწყო, დიდთოვლობის მიერ გამოწვეული ავარიების აღდგენა ამ დრომდე ვერ დასრულდა.
აჭარის მთავრობა სტიქიის მიერ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით სხდომას მართავს, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და რეგიონებისა და ინფრასტრუქტურების განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელი ესწრებიან. ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე რჩება მაღალმთიანი რაიონების ბევრი სოფელი, თუმცა, აღდგენითი სამუშაოების დაწყება ჩაკეტილი გზების გამო ფერხდება.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ელოშვილის განცხადებით, სადენები გაყინულია. მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები გზების გაწმენდასთან ერთად მიმდინარეობს. თოვლის საფარი აჭარის მაღლამთიან ზონაში ერთ მეტრს აჭარბებს, რაც გზების გაწმენდითიი სამუშაოებს ართულებს.