EURONEWS -ის ინფორმაციით, ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა" კორუფციის აღქმის ინდექსის შესახებ 2015 წლის მონაცემებს აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაცია აცხადებს, მსოფლიოში კორუფციის ინდექსი სხვადასხვა ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ ჩატარებულ კვლევებსა და შეფასებებს ეფუძნება.
2015 წელს ყველაზე კარგი ვითარება დანიაში იყო, ხოლო ყველაზე ცუდი სომალში.
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით საქართველოში 2012-2015 წლებში ვითარება არ შეცვლილა და მას ისევ 52 ქულა მიენიჭა, ხოლო შესწავლილი 168 ქვეყნიდან 48-ე ადგილზეა.
საქართველო 48 -ე ადგილს იკავებს და ამ კუთხით რეგიონში ლიდერია. მსგავსი რეიტინგი ამავე ორგანიზაციამ შარშანაც მოამზადა და მაშინაც საქართველოს იგივე მაჩვენებლები ჰქონდა. რეიტინგით საქართველო ახლოს არის ისეთ ქვეყნებთან როგორიცაა იორდანია, მავრიტანია, ნაამიბია.
ამავე რეიტინგით იგი უსწრებს სლოვენიას და საბერძნეთს, რომლებიც რეიტინგში საქართველოს შემდეგ მოდიან.
"საერთაშორისო გამჭირვალობის" თავმჯდომარის განცხადებით, კორუფციას ერთად უნდა ვებრძოლოთ.
"კორუფციის დასამარცხებლად ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რაც ითვალისწინებს მექრთამეობის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და საიდუმლო გარიგებების გამოაშკარავებას. მოქალაქეებმა თავიანთ მთავრობებს უნდა უთხრან, რომ ამდენი კორუფცია საკმარისია,"_ განაცხადა ხოსე უგაზმა.