ჩოხატაურში, დუმბაძის ქუჩაზე, გზის გაწმენდითი სამუშაოების დროს წყლის მილი დაზიანდა და ამ წუთებში წყალი ქუჩაზე მოედინება. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები დაზიანებულ ადგილს მალე შეაკეთებენ:
_ ტრაქტორმა გზის გაწმენდის დროს ჰიდრატი დააზიანა. საქმის კურსში უკვე ჩავაყენეთ წყალმომარაგების კომპანია და მალე მოგვარდება პრობლემა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.