"გურია ნიუსს" დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემების შესახებ ბევრი მოქალაქე აწვდის ინფორმაციას. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მცხოვრები მიხეილ შეშელიძე გვწერს, რომ სოფელში სამი საათია შუქია გამორთული და სპეციალისტები ამ დრომდე არ გამოჩენილან.
"ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელის ვანო ჭარბაძის ინფორმაციით ქვენობანში სარემონტო სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს:
_ ბოძი წაიქცა და ცენტრალური ხაზი გაწყვიტა. ჩვენი ჯგუფი დილიდან დაზიანების ადგილზეა და ქვენობანს უახლოეს საათებში აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება, _ გვითხრა ჭარბაძემ.
“გურია ნიუსი“ ყველა მოქალაქეს სთხოვს, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დიდთოვლობით გამოწვეული ნებისმიერი შეფერხების შესახებ! მუდამ თქვენს სამსახურში ვართ! ჩვენი “ცხელი ტელეფონია“ 557 10 02 41!