იტალიური საიუველირო გამოცემა Vicenzaoro იანვრის თვის ნომერში ადგილს უთმობს კოლხურ ოქროს და ოქროს საწმისს. რა არის ოქროს საწმისი? კითხულობს გამოცემა და პასუხად ცნობილი ქართველი არქეოლოგის ვახტანგ ლიჩელის სიტყვები მოჰყავს.
"ოქროს საწმისი მდინარიდან ოქროს მოპოვების საშუალება იყო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხელოვნებასა და ლიტერატურას იდეებით ასულდგმულებდა." – განაცხადა ლიჩელმა ჟურნალისტებთან საუბარისას ქალაქ პადუას უნივერსიტეტში სადაც Vicenzaoro -ს ორგანიზებით იგი მოხსენებით წარსდგა "არგონავტების ქართული ოქრო – ბრინჯაოდან კლასიკურ პერიოდამდე".
ამ მოხსენების მასალებს გამოცემა იანვრის თვის ნომერში განათავსებს, რომელიც უახლოეს დღეებში გამოვა. ლიჩელმა არგონავტების ოქროს "ციებ-ცხელების" დასტურად საირხეს, ვანის და ქობულეთის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ოქროს ნივთების ნიმუშები დაასახელა, რომელთა შესახებ გამოცემა თავის მკითხველს ახალ ნომერში გააცნობს.

გამოყენებულია www.ilgiornaledivicenza.it -ის ინფორმაცია