ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნატანების ტერიტორიულ ერთეულში, ლეკურას უბანში გზა თავიდან ბოლომდე გაიწმინდა გუშინ.
როგორც პრესსამსახურში აღნიშნავენ, გარდა მუნიციპალური ტექნიკისა, ადგილზე მუშაობს კერძო ტექნიკა, რომელსაც საწვავით მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
"მოგეხსენებათ, ნატანები ყველაზე დიდი სოფელია, რომელიც დაყოფილია უბნებად. ტექნიკა ამ დროისთვის ცალკეულ უბნებში მუშაობს. რაც შეეხება, ცენტრალურ გზას, ის გაწმენდილია და გადაადგილების პრობლემა არ დგას. მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს პრობლემების დროულად აღმოსაფხვრელად"_ აღნიშნავენ გამგეობაში.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ამის შესახებ "გურია ნიუსს" ნატანებიდან აცნობეს. ჩვენს ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციით, სოფელ ნატანების, ლეკურას უბნის მოსახლეობას გარდა ელექტროენერგიის პრობლემისა, უზგოობაც აწუხებს.
"არც ელექტროენერგია გვაქვს და არც გზა არის გაწმენდილი. იქნებ ვინმე დაგვეხმაროს", _ გვითხრა მოქალაქე შოთა ჯაბუამ.
როდის მოგვარდება ნატანების მოსახლეობის პრობლემა, "გურია ნიუსი" ინფორმაციას რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ რომ, "გურია ნიუსის" ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომერი – 557 10 02 41!
ყველა მოქალაქეს გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია დიდთოვლობით გამოწვეული ნებისმიერი შეფერხების შესახებ!
ამავე თემაზე: ელექტროენერგიის და უგზოობის პრობლემა ნატანებში