ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა გოჩა ძიმისტარაშვილმა ადგილობრივ სამართალდამცავებს წერილობით მიმართა. ძიმისტარაშვილი აცხადებს, რომ ოზურგეთის აგრარულ ბაზარში მის მოკვლას შეეცადნენ.
"25 იანვარს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ერთ- ერთი პირი დანით ცდილობდა ჭრილობა მოეყენებინა ჩემთვის. ამ ადამიანის გვარიც ვიცი, მუჯირია. მასთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია არასდროს. ვფიქრობ, რომ ეს უკავშირდება ჩემს პოლიტიკურ აქტიურობას. არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანი ქალაქ ოზურგეთის მერთან იყოს რაიმე კავშირში. უკვე შევიტანე განცხადება პოლიციაში და მოვითხოვ, დროულად იყოს ეს საქმე გამოძიებული."- თქვა გოჩა ძიმისტარაშვილმა.
"გურია ნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს და ოზურგეთის მერის პოზიციას მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.