ღორის გრიპის ვირუსით ბათუმში მამამკაცი გარდაიცვალა.
35 წლის ბათუმელი სამედიცინო ცენტრ "მედინაში" 12 იანვრიდან იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში მის მდოგომარეობა მძიმე იყო.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, გარდაცვლილი სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით გადაყვანეს და მისი განკურნება, სამწუხაროდ, შეუძლებელი აღმოჩნდა.
ამ დროისათვის ღორის გრიპი აჭარაში, ლაბორატორიული კვლევების მეშვეობით, სულ ათ ადამიანს დაუდგინდა. მათგან რვა განიკურნა, ერთი გარდაიცვალა, ერთი ადამიანი კი, დღემდე გადის მკურნალობის კურსს.