ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერაბ ჭანუყვაძის ინფორმაციით, დღეს, დღის ბოლომდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების ყველა გარეუბანში, მათ შორის ნატანების ცენტრალურ გზაზე დიდთოვლობის გამო შექმნილი პრობლემები, სრულად იქნება აღმოფხვრილი.
"მესმის, მოსახლეობა შეწუხებულია, დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა გზასთან დაკავშირებით. "საკუპრეში", "ჯაფარეულაში", "ლეკურაში", მუშაობდა ტექნიკა და წმენდდა გზას, ახლა დარჩენილია მხოლოდ ის ადგილი, სადაც ვერ მოახერხა ტექნიკამ შესვლა, ვცდილობთ, სხვა ტექნიკის გამოყენებას, ვმუშაობთ და არა მარტო ნატანებში, თითქმის ყველა სოფელში, უგზოობის პრობლემა დღის ბოლომდე უკვე აღარ იქნება. რაც შეეხება ჩემს წარმომადგენელს ნატანებში, ტელეფონი გამორთული კი არ აქვს, არამედ დაუჯდა, რადგან მთელი ღამის განმავლობაში იყო ქუჩაში", _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე " გურია ნიუსთან" საუბრის დროს.
შეგახსენებთ, რომ "გურია ნიუსის" ცხელ ხაზზე შემოსული ინფორმაციის თანახმად, ნატანების ზოგიერთ უბანში გზები საერთოდ არ გაწმენდილა. მოსახლეობა დახმაებას ითხოვს.