თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა ვერ მოხვდა იმ სკოლების ჩამონათვალში, სადაც სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა. სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე ამის აუცილებლობას, დღეს არსებული მდგომარეობით, ვერ ხედავს.
გუშინ სკოლაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ მასაწავლებელს, სავარაუდოდ ე.წ. "ღორის გრიპის" ვირუსი დაუდგინეს.
სკოლის დირექტორი ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ზემოთაღნიშნულ მასწავლებელს გუშინ თავად ესაუბრა: "არ არის სიმართლე ეს ინფორმაცია. მასწავლებელს, რომელიც გრიპითაა ავად, თავად ვესაუბრე. ის სახლში გადის მკურნალობას, ცოტა დასუსტებულია და გადასხმებს უკეთებენ. სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად გრძელდება, თუმცა მოსწავლეთა დასწრება არ არის დამაკმაყოფილებელი. ინფორმაცია რომელიმე ბავშვის ვირუსით დაავადების შესახებ, არ გვაქვს. როცა ვუკავშირდებით მშობელს და ვცდილობთ გავარკვიოთ, რა მოტივით აცდენს სკოლას მოსწავლე, გვპასუხობენ, რომ ეშინიათ გავრცელებული ვირუსის გადადების. მოსწავლეთა გამოცხადება დაახლოებით 17 %"- გვითხრა ხათუნა ბარაბაძემ.